"ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს

"ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს

access_time2016-02-09 15:59:10

ავსტრიული კომპანია "ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე  ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. 

 

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა. ავსტრიულმა კომპანიამ,  კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

 

კომპანია "ალფამედიკის" სატენდერო განვითარების მიმართულების დირექტორმა ლეო მაკკენამ განაცხადა,  რომ კომპანია 3 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს. მისივე ცნობით, სამი ჰოსპიტალი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილას. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამშრომლობა გაწერილია 36 თვეზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ბენეფიტებს, ლეო მაკკენას განმარტებით, ეს არის პაციენტების გაუმჯობესებული მომსახურება და ადგილობრივების დასაქმება.

 

“PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით 250 მილიონამდე ინვესტიცია. ამ პროექტის ფინანსური ორი წყარო იქნება – წილობრივი მონაწილეობა და სესხი, რომელიც, რეალურად იქნება გათვლილი PPP–ის დაფინანსებაზე. ეს სამი ჰოსპიტალი, ფაქტობრივად იქნება თავმოყრილი ერთ ადგილას და სწორედ ამ ადგილის განვითარებას მოხმარდება აღნიშნული ინვესტიცია. რაც შეეხება პროექტის სარგებელს – ეს იქნება გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურეობის სერვისები თბილისში. ერთ–ერთი სარგებელი იქნება ისიც, რომ ადგილობრივები იქნებიან ჩართულები სამუშაო პროცესში და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,” - აღნიშნა ,,ალფამედიკის“ სატენდერო განვითარების მიმართულების  დირექტორმა ლეო მაკკენამ.

 

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  განახორციელა. სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავდა შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).  კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი“ გახდა.

 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება საჯარო და კერძო პარტნიორების ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდების სამედიცინო აპარატით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი.




Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...


მსგავსი სიახლეები

up