"აფბა" – თამბაქოს კონტრაბანდა გაიზრდება

"აფბა" – თამბაქოს კონტრაბანდა გაიზრდება

access_time2017-01-26 10:00:57

 

შემოსავლების სამსახურმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ერთი მოქალაქე დააკავეს რომელსაც ქვეყანაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო" დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა.

 

კიდევ ერთი არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის ფაქტი მესაზღვრეებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა"-ზე აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

თუ რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში თამბაქოს კონტრაბანდის გააქტიურება, ამ კითხვით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს მივმართეთ. ბაირახტარის აზრით ეს პირდაპირ უკავშირდება, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ამ დოზით ზრდას.

 


„ამის შესახებ მე ხელიუფლებას ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილდებდი როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა დოზით იზრდებოდა აქციზი ღირებულება თამბაქოზე. შეუძლებელია კონტრაბანდის რისკები არ წარმოიშვას, მაშინ როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტი 40-50% -ით იაფი ღირს. სამწუხაროდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით".

 

ბაირახტარმა ასევე გასული წლების მაგალითებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება ქართულ მხარეს საკმარის აქვს.

 

„მე მინდა გავიხსენო 2005 წლის პერიოდი, როდესაც თამბაქოს კონტრაბანდა იმდენად მძლავრობდა, რომ ლეგალურ ბიზნეს ჩამოშლის საფრთხესაც კი უქმნიდა. მაშინ კონტრაბანდული თამბაქოს წილი მთლიან ბაზარზე, თითქმის 40 % - აღწევდა და ძალიან რთულად მოხდა ამ შავი ბაზრის ალაგმვა", - განაცხადა ბაირახტარმა.

 

 

ავტორი: "ბანკები და ფინანსები"



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up