"აფბა“ საწვავის იმპორტიორებს საფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

"აფბა“ საწვავის იმპორტიორებს საფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

access_time2016-01-14 16:44:31

„ახალგაზრდა ფონანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა“  მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს აფასებს და საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს, მოახდინონ მსოფლიო ტენდენციების ასახვა ქართულ ბაზარზე. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, ბოლო ორ კვირაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ქართულ საწვავის ბაზარზე კი ფასები უცვლელი დარჩა.


„მსოფლიო ბაზარზე ბარელი, ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. ბაზარზე ბოლო დროს ფასების ვარდნა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ბოლო 2 კვირაში ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, ამერიკული ნავთობის ექსპორტზე გასვლა და ჩინური ბირჟების ვარდნაა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ მეორე უმსხვილესი მომხმარებელია, მის ბაზარზე არსებული პანიკა კი ნავთობის ფასის შემცირებას იწვევს. ნავთობის ფასზე გავლენა ვერ მოახდინა, ვერც ირანისა და საუდის არაბეთს შორის არსებულმა დაძაბულობამ.  ამ დაძაბულობის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ნავთობზე ფასის მატებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობის ფასმა ვარდნა განაგრძო. მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის განცხადებამ, რომელშიც, ალი ნამისი აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი შესაძლოა 10 დოლარამდეც შემცირდეს. მისივე განცხადებით ასეთ შემთხვევაშიც კი უღირს საუდის არაბეთს მოპოვების კვოტის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვება ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე მაგალითად რუსეთს ან ვენესუელას.“



ბაირახტარი ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციასაც განმარტავს – „მსოფლიო ბაზარზე ფასები 2 კვირაზე მეტია ეცემა, ეს დრო კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო ტენდენციები ქართულ ბაზარზე აისახოს. როდესაც „აფბამ“ 2015 წლის შემაჯამებელი კვლევა წარმოადგინა, (2015 წლის 21 დეკემბერი) ამ პერიოდისთვსაც, ქართულ საწვავის ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის სერიოზული უზუსტობები იყო. კერძოდ, ამ პერიოდისთვის, ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის გვხვდებოდა 22.41%-ნი უზუსტობა ფასებში. ამ პერიოდიდან 3 კვირაზე მეტი გავიდა და ქართულ ბაზარზე ფასები კვლავაც არ შეცვლილა. მაშინ როდესაც მსოფლიო ბაზარზე ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობზე ფასები 21.05%-ით შემცირდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ პერიოდის მანძილზე ეროვნულ ვალუტას სერიოზული რყევები არ განუცდია, რასაც შეეძლო გამოეწვია მსოფლიო ტენდენციების, ქართულ ბაზარზე ასახვის შეფერხება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოახდინონ საწვავის ფასების  გადახედვა“.




Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება
access_time2020-09-23 18:05:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23...


მსგავსი სიახლეები

up