"ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და დეპოზიტების დაზღვევა არის საბანკო სისტემის განვითარების საფუძველი"

"ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და დეპოზიტების დაზღვევა არის საბანკო სისტემის განვითარების საფუძველი"

access_time2017-04-06 15:30:53

„ჩემი წარმოდგენით, სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა", - ეს განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე "დეპოზიტების დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს გააკეთა.

 

მისი თქმით, მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების.

 

"საქართველო ბოლო ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განხორციელებას ახლა იწყებს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ დაახლოებით 8 -10 წლით დავიგვიანეთ, ჩამოვრჩით მოვლენებს და განვითარებას. დღეს ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს - დეპოზიტების დაზღვევის სისტემას. მივესალმები და მხარს ვუჭერ წარმოდგენლ კანონპროექტს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ პარლამენტმა ოპტიმალურ ვადებში მიიღოს იგი", - განაცხადა კოვზანაძემ. 

 


კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და იგი უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცვას იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი თანხების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული.

 

"დეპოზიტების დაზღვევის შესახებ" კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up