"2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდება"

"2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდება"

access_time2017-06-27 13:56:01

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე დღეს სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანოზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის" პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

 


შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. კონფერენცის მონაწილეებს ასევე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა.

 

 

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანია „ეს-ჯი-ეს"-სს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი „ეს -ჯი-ეს"-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ. ტექნიკური დათვალიერების პროცესი უკვე დაწყებულია მაღალი გამავლობის, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავებისთვის. მომდევნო წლიდან კი ეს პროცესი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის საყოველთაო და სავალდებულო გახდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.


 

 

კონფერენციის ორგანიზატორის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება ახალი რეფორმის შემოღებას ემსახურება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების საკითხს ეხება. „ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით ინსპექტირების ბოლო ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი. თუმცა, ეს არის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია, რადგან მძღოლებს გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ პროცესში ეტაპობრივი მონაწილეობისთვის. მათთვის ეს რეფორმა მტკივნეული არ იყოს. გასათვალისწინებელია ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობაც, არსებული სოციალური ფონი და ა.შ", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 

 

 



ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს

ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...


მსგავსი სიახლეები

up