ქუმსიშვილი: გარკვეულმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ

ქუმსიშვილი: გარკვეულმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ

access_time2016-12-03 10:00:20

 

„კომერსანტის" ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს სავალუტო ჯიხურებს ბანკების ნაწილმა დოლარი არ მიყიდეს, რამაც ბაზარზე უცხოური ვალუტის დეფიციტი გამოიწვია, ფაქტობრივად, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც დაადასტურა. მართალია, მინისტრმა არ დააკონკრეტა, დოლარის მიწოდების შეზღუდვა ბანკების მხრიდან მოხდა თუ არა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბაზრისთვის ვალუტის მიმწოდებელი ძირითადად კომერციული ბანკები არიან, ცხადია, რომ "ეკონომიკურ სუბიექტებში" სწორედ ისინი იგულისხმა.

 

როგორც „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" მინისტრმა განაცხადა, „გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება. დროული იყო ეროვნული ბანკის განცხადება".



ხუთშაბათს „კომერსანტთან" საუბრისას სავალუტო ჯიხურების მფლობელების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ დილიდან მათ მსხვილ ბანკებში ვალუტა ვერ შეიძინეს, მეორე ნაწილის თქმით კი, კომერციულმა ბანკებმა ისეთი მაღალი კურსი დაუსახელეს, რომ დოლარი ვეღარ იყიდეს.

 

„დილით ბანკში რომ მივედით, ერთი დოლარში 2,7 ლარის გადახდა მოგვთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ კურსით არ ვიყიდეთ და დღის განმავლობაში მხოლოდ იმ თანხით ვვაჭრობდით, რაც გვქონდა. ზოგიერთ სავაჭრო ჯიხურს კი საერთოდ არ მიყიდეს დოლარი. ბანკების ამ გადაწყვეტილებამ ბაზარზე აჟიოტაჟი შექმნა" - განუცხადეს მაშინ „კომერსანტს" სავალუტო ჯიხურებში, რაც გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილმა ფაქტობრივად აღაიარა.

 

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ აქვს ძალიან მაღალი ნდობა კომერციული საბანკო სექტორისადმი და აბსოლუტურად დარწმუნებულია მათ კეთილსინდისიერებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „იმედის" „ღია ეთერში", იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაინტერესდნენ თუ არა შესაბამისი უწყებები კომერციული ბანკების საქმიანობით.


 

„მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა, მათ შეუძლიათ, ამ კითხვებით მიმართონ. მაგრამ ინფორმაცია და ის ნდობა, რაც მე გამაჩნია საბანკო სექტორის მიმართ, აქ კომერციული ბანკების როლზე არ არის საუბარი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა განცხადებაში, რომ „გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში", პირველი ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ „მთლიანად ეკონომიკურ აგენტებს, რადგან იდეაში ძალიან მოულოდნელი იყო, რაც გუშინ მოხდა".

 

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაზრის გაანალიზება, იყო თუ არა გაზრდილი მოთხოვნა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოთხოვნა არ იყო გაზრდილი და ზუსტად იგივე დონეზე იყო, როგორც იყო წინა დღეებში. თუმცა, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება. დროული იყო ეროვნული ბანკის განცხადება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, ხუთშაბათს ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში: „კოორდინაციის შედეგი იყო ის, რაც ჩვენ დღის მეორე ნახევარში ვნახეთ. გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში და ეს იყო მოლოდინებზე აგებული გადაწყვეტილებები. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ინფორმაცია სწორად გავრცელდა, მოლოდინები დალაგდა და საღამოს ვნახეთ უკვე დარეგულირებული ბაზარი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

.

ავტორი: "კომერსანტი"



აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up