თბილისის ქუჩები, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ - მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ

თბილისის ქუჩები, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ - მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ

access_time2019-07-06 13:25:29

კომპანია „სისტრამ“ დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა მარშრუტები და ძირითადი არტერიული ქუჩების ჩამონათვალი - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქუჩებს შორის არის: ჭავჭავაძის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სისტრას ეს ეტაპი დარჩა რომ გადმოგვცეს. თუმცა, მათი მოკლე მარშრუტების ნაწილი უკვე გადმოცემული გვაქვს. მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები - ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,“-აღნიშნა მუმლაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია მიკროავტობუსების განახლებაც. კერძოდ, როგორც მუმლაძე აცხადებს, ყვითელი მარშრუტკები 2020 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული.

„წელს უკვე უნდა გვქონდეს ახალი სახელშეკრულებო პირობები მიკროავტობუსებთან, ისე რომ იქ მომუშავე მძღოლები შენარჩუნებული იყვნენ პოზიციებზე და ანაზღაურების კუთხითაც უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა,“-აღნიშნავს მუმლაძე.

BPN

თეგები:
მარშრუტკა



„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ  ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა  შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...


მსგავსი სიახლეები

up