ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ - საკრებულოს გადაწყვეტილება

ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ - საკრებულოს გადაწყვეტილება

access_time2018-01-26 16:47:40

1-ელი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. მუმლაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე 300-მდე სამარშუტო ტაქსი მოძრაობს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსსთან“ საუბრისას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ მიზნით თბილისში შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მოუწევთ მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გააჩერონ. ამ მიზნით ყვითელი ფერით მონიშვნები გაჩერებებზე უკვე მიმდინარეობს.

 

„ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. ამ ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება ყვითელი ფერის დატანა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შევა“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 


მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ეს 14 ქუჩა შეირჩა, შემდგომ კი ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

 

„ეს რეგულაცია რუსთავიდან შემოსულ მიკროავტობუსებსაც შეეხება, რომლებიც იმავე ნებართვის ქვეშ არიან, როგორც თბილისის მიკროავტობუსები. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მოხვდებიან, მათაც ვალდებულება ექნებათ, რომ მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელის ორგანიზებას უზრუნველყოფენ. მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

 

მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას.

 

Ipn.ge

 

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up