ვაკის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ქრთამის აღების საქმეზე დანაშაული აღიარა

ვაკის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ქრთამის აღების საქმეზე დანაშაული აღიარა

access_time2019-10-18 21:30:26

ვაკის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ბრალდებულმა თეიმურაზ ჩოჩუამ, ქრთამის აღების საქმეზეა ბრალდებული, დანაშაული აღიარა. ბრალდებული დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.

 

თეიმურაზ ჩოჩუას თქმით, მან ირანელი ბიზნესმენი დააკავშირა წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს.

 

ბრალდებულის თქმით, ბიზნესმენი წყალტუბოში არსებული საკრებულოს ყოფილი შენობით იყო დაინტერესებული.

 

ბრალდების მხარის თქმით, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს საუბარი.

 

„ბრალდებულმა თეიმურაზ ჩოჩუამ თავი ცნო დამნაშავედ. მან ეს გადაწყვიტა დამოუკიდებლად და სასამართლოს მისცა აღიარებითი ჩვენება, რა დროსაც დანაშაულის ჩადენაში ამხილა გრიგოლ ივანეიშვილი. ჩოჩუას ბრალი აქვს წაყენებული ქრთამის აღებაში დახმარებაში, კერძოდ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას ივანეიშვილსა და ინვესტორს შორის. მან პროცესზე განმარტა, რომ ეს თანხა მოთხოვნილი იყო საჯარო მოხელის მხრიდან, რომ ის დახმარებოდა ბიზნესმენს აუქციონში გამარჯვებაში. ბრალდებულს პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე და შესაბამისად პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი“, – განაცხადა პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.

 

საქმეზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატი ჩოჩუას აღიარებით ჩვენებას აფასებს ბრალდებულის მხრიდან სასჯელის შემცირების მცდელობად.

 

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თეიმურაზ ჩოჩუა მზად არის, დანაშაული აღიაროს, არის ის რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

“დღევანდელმა მოწმემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და მას სურდა, საპროცესო შეთანხმება გაფორმებოდა. მან ფაქტობრივად აღიარა, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც დანაშაული აღიარა და გრიგოლ ივანეიშვილი ამხილა არის ის, რომ სურს, სასჯელი შეუმცირდეს და დაისაჯოს ლმობიერად. რეალურად, მან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არათუ დაადასტურა, არამედ გამორიცხა გრიგოლ ივანეიშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. მან თქვა: მე რომ მცოდნოდა, გრიგოლ ივანეიშვილი რამე უკანონობას ახორციელებდა, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ამის შესახებ სამართალდამცავებს ვაცნობებდიო. ბრალდებულმა თქვა, მე რომ მცოდნოდა გრიგოლ ივანეიშვილი ქრთამს იღებდა, რა თქმა უნდა, არ დავეხმარებოდიო, მან ფაქტობრივად გამორიცხა მისი მხრიდან დანაშაულში მონაწილეობას“, – განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

1TV





ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...


მსგავსი სიახლეები

up