ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

access_time2019-11-20 17:30:54

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან.


კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ შეიცვალა:

2013 წელი - მოსახლეობის 11% თვლიდან, რომ გაუარესდა.
2014 წელი - 29%
2015 წელი - 62%
2016 წელი - 65%
2017 წელი - 70%
2018 წელი - 63%
2019 წელი - 64% თვლის, რომ გაუარესდა.


საბოლოოდ, დღეს რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ქრონიკული წარუმატებლობის დასრულება ქვეყანაში.ტყუილების სისტემის დასრულებას ქვეყანაში.


არ არის მარტივი 2013 წელს 11 % აფასებდეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, და 2019 წელს მოსახელობის უდიდესი ნაწილი, 64%.



ნდობის დაკარგვას ჭირდება რამდენიმე საათი, მის აღდგენას წლები. ნდობა ხელისუფლების მიმართ მარტო მოსახლეობას არ დაუკარგავს. ნდობა დაკარგა ინვესტორებმა, რომ ჩადონ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური რესურსები. ბოლო მონაცემებით ინვესტიციები განახევრებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღიქმება არაპროგნოზირებად ეკონომიკად. ეს გასაკვირიც არ არის, როდესაც პირდაპირ ბრძოლას უცხადებ ანაკლიის პორტის პროექტს, როდესაც ომეგა ჯგუფს ღიად უპირისპირდები, როდესაც მინისტრები ტოვებენ თანამდებობეს რამდენიმე ათობით მილიონით, იმ ფონზე, როცა თანამდებობაზე დანიშვნამდე არც არაფერი ქონიათ, როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სისტემა.


ამ ყველაფერს ქვია სახელად მატყუარა სისტემა.


დღეს ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რომ პროპორციული სისტემა დაგვპირდა ბიძინამ და არ შეასრულა.ჩვენ ვაპროტესტებთ სისტემას, რომელიც 8 წელია საქართველოს განვითარების შანსებს კლავს და იქცა მატყუარა სისტემად.


ეს სისტემა უნდა დაინგრეს და შეიცვალოს. ამ ქვეყნის განვითარების წლებს და შესაძლებლობებს ვკარგავთ.


რაც შეეხება ოპოზიციას, შეცდომაა ითხოვდე პროპორციულ არჩევნებს. ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და არ აქვს მნიშვნელობა იქნება პროპორციული თუ არა. დღეს თქვენ ხალხს ეუბნებით არაპირდაპირ, თუ პროპორციული არ იქნება, მოგების თავი არ გვაქვსო.


ხალხი გაყვება მხოლოდ იმას, ვისაც შეეძლება ბრძოლა კომპრომისების გარეშე.ხალხი გაყვება იმას, ვისაც სჯერა გამარჯვების ნებისმიერ პირობებში.და ბოლოს გავიმეორებ, ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტყუილების სისტემის დასასრულებლად“-წერს ყიფიანი.


„კომერსანტი“





Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...


მსგავსი სიახლეები

up