ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

access_time2019-07-22 22:15:14

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში 1 მლნ 172 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, საიდანაც 1 მლნ 162 ათასი ლარი აითვისა.

 

მიუხედავად იმისა, რომ 6-თვიანი გეგმის მიხედვით, პროგრამას 99.1%-იანი შესრულება აქვს, თუ წლიურ გეგმას გადავხედავთ, ძირითადი თანხის ათვისება სამინისტროს 2019 წლის მეორე ნახევარში მოუწევს. კერძოდ, პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს 18 მლნ 838 ათასი ლარი აქვს დასახარჯი ანუ დაახლოებით 16-ჯერ მეტი, ვიდრე - წლის პირველ ნახევარში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს ამ პროგრამის გაფართოების შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ცვლილების მიზანს მოქალაქეთა მხრიდან მედიკამენტების შესაძენად, ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირება წარმოადგენს.

 

არსებული დიფერენცირება იცვლება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა 1 ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადების დროს. ეს დაავადებები არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისერბრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეპსსიისა და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისათვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები იყოს მინიმალური, - განაცხადა პრემიერმა.

 

აღსანიშნავია, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების სავარაუდო მიზეზი ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის დაავადებების დაფინანსების პროგრამის წარუმატებლობაა.


 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.

 

პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა.

 

2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა).

 

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.

 

 

bmg






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up