თეოდორე გაგნიძე-

თეოდორე გაგნიძე-"ქრისტიანების გარდა, ყველაფერი ვართ დღეს ჩვენ"

access_time2019-11-12 11:45:35

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, იმ ლიბერალების მგავსად, რომლებიც გარედან ცდილობენ ჩვენი ერის გახრწნასა და განადგურებას და ეკლესიას გარედან ებრძვიან, ჩვენ შიგნიდან, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქრისტიანები და ვითომ სასულიერო პირნი, ზუსტად ისევე ვეუბნებოდით ქრისტეს - წადი ჩვენგან, არ გვინდიხარ!


ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ შიგნით მყოფნი ვითომ სამშობლოს მოყვარულნი და ვითომ ქრისტიანენი და მოძღვრები, მიზეზს მხოლოდ გარეთ ვხედავთ და ვამბობთ - ისინი გვებრძვიან და გვავიწყდება, რომ იმათ სხვა მამა ჰყავთ - ეშმაკი, რომლის დავალებასაც ისინი ღირსეულად ასრულებენ!


ხოლო ჩვენ სხვა მამა გვყავს - ყოვლადწმინდა სამება. ჩვენ ქრისტესნი ვართ და ჩვენი მამის დავალებას არ ვასრულებთ. ხოლო ისინი ასრულებენ თავიანთი მამის, ეშმაკის, დავალებას. ამიტომ გვერევიან და გვხრავენ და ნელ-ნელა გვანადგურებენ.


იცით, რა მოხდებოდა ეს ოცდაათი წელი სწორად რომ გვემოღვაწევა?


ეს უზარმაზარი დროა. ისტორიას გადახედეთ, გინდა პოლიტიკურ ისტორიას, გინდა მსოფლიო რელიგიათა ისტორიას, თუნდაც ქრისტიანობისას, რა ფანტასტიური ნაყოფები გამოუღია ადამიანების გულმხურვალე, მიზანმიმართულ მოღვაწეობას!


ვიღაც იტყვის, იმათ ეშმაკი ეხმარება. შე დალოცვილო, თუ იმათ ეშმაკი ეხმარება, შენ ღმერთი არ დაგეხმარება, თუ გულმხურვალედ ღვთის ერთგული იქნები?! რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ეშმაკი ღმერთზე ძლიერია?! თუ ვიღაცებმა ეშმაკის ძალით რაღაცები მოახერხეს, განა შენ ვერ მოახერხებდი საღმრთო მადლით, ღვთის ერთგული რომ ყოფილიყავი?!


ოცდაათი წელი უზარმაზარი დროა. ამ ხნის განმავლობაში იბერია მართლაც გაბრწყინდებოდა, ჩვენ რომ სწორად გვემოღვაწევა. აღრიცხვის მიხედვით რომ ოთხმოცდაათი პროცენტი მართლმადიდებელი იყო, ისინი რეალურად ქრისტიანები გახდებოდნენ და აბა არ გაბრწყინდებოდა? რა თქმა უნდა, გაბრწყინდებოდა და ეს ფიზიკურადაც გამოვლინდებოდა, სამოთხე იქნებოდა ჩვენს სამშობლოში. მათ შორის ეკონომიურადაც კი. ყველა ქრისტიანი რომ იქნებოდა, აბა, როგორ იქნებოდა?! რომ აღარ იქნებოდა ის უბედურება, ყოველდღიურად რომ ვაწყდებით პოლიტიკაში, ქუჩაში, მძღოლებს შორის, ურთიერთობებში...


ქრისტიანების გარდა ყველაფერი ვართ დღეს ჩვენ.


ეს ოცდაათი წელი უბრალოდ კი არ გავფლანგეთ, არამედ გავანადგურეთ ჩვენი ქვეყანა და ისეთი შეუქცევადი პროცესები მივიღეთ, რომელთაგან გამოსავალი არსებობს თუ არა, ისიც კი არ ვიცი...


„კომერსანტი“






„ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას“-დავით მესხიშვილი

„ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას“-დავით მესხიშვილი
access_time2020-02-21 14:30:39
ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, „გრინვეი - საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით. „ჩვენი შესწავლის შედეგად მდგომარეობა არის არასახარბიელო. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, მძიმეა. ტექნიკური...

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“
access_time2020-02-21 13:30:31
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...


მსგავსი სიახლეები

up