QooQy Bakery - წარმატება უმოკლეს დროში!

QooQy Bakery - წარმატება უმოკლეს დროში!

access_time2021-09-29 14:40:00

საოცნებო იდეის რეალობად ქცევა წლებია, პროგრამა სტარტაპერის მთავარ ფუნქციად იქცა, რისი დასტურიც დღეისათვის უკვე წარმატებული უამრავი კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა თიბისის ხელშეწყობით დაიწყეს და დღეს ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე წარმატებით განაგრძობს განვითარებას.



„ქუქი ბეიქერი“ წარმატების სწორედ ის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც სტარტაპერის მხარდაჭერით სულ ახლახანს, 2021 წლის ივლისში დაფუძნდა და მალე უკვე მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს.



რა არის ის, რითაც მიზანსწრაფული, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი რამდენიმე თვის თავზე ბიზნესის წარმატებას ზომავს?



რა თქმა უნდა, უმოკლეს დროში შეძენილი ერთგული მომხმარებელი და უკუკავშირი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, გემრიელი და სურნელოვანი საკონდიტრომომხმარებლისგან ყოველდღიურად იღებს. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ დასახული მიზნით, დეტალებში გაწერილი ბიზნეს-იდეით და სტარტაპერის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.



„ქუქი ბეიქერს“ თბილისში არსებული სხვა საკონდიტრო-სახაბაზოებისგან, ხარისხთან ერთად, მრავალფეროვნება და სრულიად ახალი, ქართული რეალობისთვის აქამდე უცხო - ქუქის და ორცხობილების შერეული, არომატული, ჯანსაღი გემოები განასხვავებს. სამ ძირითად ხაზს შორის ქუქი-ორცხობილები საკონდიტროს მთავარი ხაზია.




„40-ზე მეტი სახეობის პროდუქციას პურ-ფუნთუშეულის, ნამცხვრეულ-ნუგბარის და ქუქი-ორცხობილების ხაზები აერთიანებს. ჩვენი მთავარი ნიშანი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პროდუქციაა. ის, რითაც ჩვენ ბაზარზე არსებული ნიშა შევავსეთ, ქუქი-ორცხობილებია, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი გვაქვს. ის გვამარაგებს იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ჩვენს ქუქებს სრულიად განუმეორებელ არომატს სძენს“ - ამბობს „ქუქი ბეიქერის“ თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ ღვაბერიძე.



„ქუქი ბეიქერის“ ბესტსელერი - მაგიური ქოქოსის ორცხობილა, ბრაუნი, საბავშვო ორცხობილები თხილის და ნუშის ფქვილით, ამერიკული ორცხობილები ფორთოხლით და შოკოლადით, ქუქი ბროდვეი, ქუქი ცეხვილი თაფლით, ნიგვზის ბარეტი, პიკოლო, ქუქი ქეიქი კარამელით, თხილის ამარეტი, ქუქი ცეხვილით - ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც აღმასრულებელი შეფის - ნატა წერუაშვილის საავტორო და ტრადიციული რეცეპტებით მზადდება და ტკბილეულის მოყვარულებს პირველივე გასინჯვით აჯადოებს.



განსაკუთრებულია პურ-ფუნთუშეულის ხაზიც. ცეხვილი ფქვილი პურეულშიც დომინირებს. ბუნებრივი საფუარზე გამომცხვარ პურ-ფუნთუშეულში გაწაფული მცხობელის, ბექა ჯაჭვაძის ხელწერა იცნობა. მრგვალი თუ აგურის პური; დიდი, ტოსტის, ჭვავის, დიაბეტური პურები; ბატონი, ბაგეტი, რუხი მარცვლოვანი პურები თუ პულიესე; ნაირგვარი კულიჩი თუ ტრადიციული და ქართული საკმაზით შეზავებული ბრეცელები - ის პროდუქტია, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ქართული ხორბლის ჯიშებია გადათამაშებული.



რა არის მთავარი ბიზნეს-წარმატებისთვის?



ნიკოლოზ ღვაბერიძისთვის ეს არის მიზანი და ამ მიზნისკენ სავალი გზა, რომელიც „ქუქი ბეიქერისთვის“ მომხმარებლის გულებზე გადის. სწორედ ამიტომ, გუნდი აპირებს, ნელნელა მოიცვას თბილისის ყველა უბანი, შემდეგ კი მთელი საქართველო და აქციოს ქუქი-ორცხობილების ჯანსაღი, ჰაეროვანი გემოები ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად.
რეცეპტებს და პროდუქციის ჩამონათვალს ქუქი ბეიქერის საგანგებოდ შერჩეულ გუნდი ყოველდღიურად აფართოებს. მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით საკონდიტროში მისვლას ვერ ახერხებს, „ქუქი ბეიქერი“ სულ მალე ადგილზე მიტანის მომსახურებას გეგმავს, მანამდე კი ამ მომსახურებას Glovo ითავსებს. მალე ამუშავდება ვებგვერდიც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ნაირგვარი სასუსნავის შერჩევას და შეკვეთას შეძლებს. დაახლოებით ორ წელიწადში კი „ქუქი ბეიქერი“ თიბისის მხარდაჭერით თბილისში უკე ხუთ, ბათუმში კი ერთ ფილიალს გახსნის.


NS



თეგები:
QooQy Bakery



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up