ქონების გადასახადისა და იპოთეკური სესხების ერთი წლით გადავადება - ტურიზმის სექტორი დახმარების მოლოდინში

ქონების გადასახადისა და იპოთეკური სესხების ერთი წლით გადავადება - ტურიზმის სექტორი დახმარების მოლოდინში

access_time2020-03-12 17:50:38

„ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ამის პარალელურად პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ  საბანკო სექტორი მზად არის ემუშაოს ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სესხების გადავადება მოხდეს, იქნება ეს რესტრუქტურიზაციის, თუ სხვა ფორმები.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კი კომერციულ ბანკებს მოუწოდა, რომ იმუშაონ თავის კლიენტებთან, რათა სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს. სანამ მთავრობა და სებ-ი ტურიზმის დახმარების გეგმაზე ფიქრობს, სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ ძირითად პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ.


ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, რომელიც სიღნაღში 2 სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel-ის და Villa Provance) ფლობს, ტურიზმის სექტორის ამ სიტუაციამდე მიყვანას მთავრობის მიერ აგორებულ პანიკას აბრალებს და თვლის, რომ სახელმწიფომ ბანკებთან მორატორიუმს უნდა მოაწეროს ხელი, რომლის საფუძველზეც სესხების გადავადება მოხდება.


„პირველ რიგში, უნდა დასრულდეს ასეთი პანიკა,რომელიც მნიშვნელოვანწილად საფუძველს მოკლებულია,იმიტომ რომ დაავადებულთა გაზრდილი რაოდენობა ფონს არ ცვლის, ამას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია არც თურქეთზე, არც საფრანგეთზე და არც რუსეთზე. იტალიაზე თუ ვისაუბრებთ, იქ იყო კერა და ამიტომ არის ასეთი სიტუაცია, ჩვენთან ეს კერა საბედნიეროდ არ არის.სახელმწიფოს ისტერიულმა ფონმა ტურიზმი აბსოლუტურად გააჩერა, ჯავშნები გაუქმებულია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა პოზიციონირება, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა, როცა ამბობენ ზღვა და მზე კლავს ბაქტერიას და ტურისტებს თავისთან იწვევენ, ჩვენ პირიქით, ეკონომიკური საფუძვლები დავაქციეთ. სახელმწიფოს სხვა გზა აღარ დარჩა იმის გარდა, რომ ბანკებთან მოაწეროს ხელი მორატორიუმს და დაავალოს, ჩვენი იპოთეკური სესხები, რომლებიც სასტუმროებისთვის გვაქვს აღებული, ერთი წლით გადავადდეს. თითქმის ყველა სასტუმროს აქვს სესხი, რომც დაიხუროს ობიექტი ამის გადახდა მაინც გვიწევს, ასევე გვიჭირს ხელფასების გაცემაც. მთავრობამ შექმნა ფონი და ვიცი, რომ ამის საფუძველზე ჩვენ  მსოფლიო ბანკის ტრანშებს ველოდებით, მაგრამ ეს ვერ აანაზღაურებს იმ ხარჯებს რაც საქარტველოს ამ პანიკის გამო მიადგა“, - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.



საოჯახო სასტუმრო თრუსოსხელმძღვანელლევან კარიჭაშვილ იმედი აქვს, რომ საბანკო სესხების გარდა, მთავრობა ქონების გადასახადის გადავადებასაც მოახდენს.


„კარგი იქნება თუ საბანკო სესხების გადავადება მოხდება. ჯერ მთელ მსოფლიოში უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და მერე ალბათ ჩვენთანაც მოგვარდება. მთავრობამ ნაბიჯები თუ გადადგა შედეგი უფრო მალე იქნება,მაგალითად, ქონების გადასახადი გადაგვივადოს და ზოგადად გადასახადები დროებით შეგვიმციროს. წელს დაახლოებით 10%-ით იყო დატვირთული  ზამთრის კურორტები, წარმოდგენა არ გვაქვს როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია“, - განმარტა ლევან კარიჭაშვილმა.


ბაკურიანში საოჯახო სასტუმრო PremierHouse-ს მფლობელი გიორგი გორჯოლაძე მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა ბიზნეს სექტორში ნაკლებად ჩაერევა უფრო უკეთესი იქნება.


„სეზონი ძალიან ცუდი იყო, წყლის და ინფრასტრუქტურის პრობლემებს დაემატა ბაკურიანში უთოვლობა და ბოლოს უკვე კორონავირუსმა ტურიზმის სექტორს საბოლოოდ მოუღო ბოლო. საბანკო სესხების გადავადებას ალბათ ბევრი ისურვებდა, მაგრამ მე აღარ მაქვს, რადგან ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში არ ვაპირებ დამატებითი სესხის აღებას. ზოგადად თუ მთავრობა თავს დაანებებს ბიზნესს, უფრო უკეთესი იქნება, რადგან რასთანაც მივიდნენ ყველაფერი გააფუჭეს“, - განაცხადა გიორგი გორჯოლაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3 მილიარდ 222 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯამურად საშუალო დანახარჯი კი ერთი ტურისტიდან 1,541 ლარი იყო.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up