სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბაზალეთის ტბის პირველ ზოლში 88 854 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით 1 333 000 ლარად იყიდება.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა 133 300 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა.
როგორც ირკვევა, 88 854 კვ.მ. მიწის ნაკვეთით უკვე დაინტერესდნენ. დღევანდელი მონაცემებით, ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ერთი ბიჯი უკვე გაკეთებულია. მის მიერ დაფიქსირებული თანხის ოდენობა 1 335 000 ლარს შეადგენს.
აუქციონი 8 თებერვალს დაიწყო და 22–ში დასრულდება.