„ქონების და მარაგების დაზღვევა ქვეყანაში მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება“

„ქონების და მარაგების დაზღვევა ქვეყანაში მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება“

access_time2017-07-03 16:58:00

საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში  რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. მნიშვნელოვანია ისი, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ქონება დაზღვეული არ იყო, რაც საკმაოდ  დიდ პრობლემას ქმნიდა და ქმნის. წლების განმავლობაში დაზღვევის სფეროს სპეციალისტები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის კულტურა. 

 

იმ დროს კი, როდესაც ქვეყანაში სტიქიური უბედურება ხდება, ან ხანძარია, დაზარალებული მოქალაქეები ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს გამგეობების შენობების წინ ან მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. ასეთი შემთხევები თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. დაზღვევის სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველო  ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო დაზღვევის არც ერთი სახეობა არ მოქმედებს. შედეგად,მთავრობის ინიციატივით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და ის უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.

 

თუმცა, აღნიშნული კანონის მიღებამდე 2 ივნისს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. საუბარია, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა,ბოლო პერიოდში გახშირებულმა შემთხვევებმა გაზარდა   თუ არა მიმართვიანობა სადაზღვევო კომპანიებში ქონების და მარაგების დაზღვევაზე?

 

„ქონების და მარაგების დაზღვევა ქვეყანაში მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება“-ამის შესახებ განცხადებას  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“   გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი  „კომერსანტთან“  საუბარში აკეთებს. მისი განცხადებით,ქონების  დაზღვევა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტითაა გაზრდილი. ზრდა კი მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება.

 

„ქონების დაზღვევა ერთ-ერთი  იაფი სახეოებაა. მაგალითისთვის, 10 000 ლარიანი ქონების დაზღვევა  წლიურად  200-300 ლარი ჯდება. თვეში  დაახლოებით, 8-10 ლარი. ამაზე ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ძვირია. უბრალოდ, ცნობიერების პრობლემაა. მსხვილი ბიზნესი  მიხვდა, რომ  დაზღვევა მისი ბიზნესისთვის  რისკის მართვის მთავარი  საშუალებაა. რაც შეხება მცირე ბიზნესებს და ინდ.მეწარმეებს, მომართიანობა ამ სეგმენტში  ძალიან დაბალია. მაღალი მოცვა  რეგულაციების გარეშე შეუძლებელია. ევროპამ და განვითარებულმა ქვეყნებმა ეს ნაბიჯი 50 წლის წინ გადადგეს. პრობლემები მათთანაც იყო.  სავალდებულო სახეობები იმიტომ შემოიღეს, რომ დაზღვევის ცნობადობა და მოცვა გაზრდილიყო“-აცხადებს ბარათაშვილი.

 

„ალდაგის“ გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ სამუშაო პროცესში ჩართულია. ბარათაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია,ის, რომ შეიქმნას ისეთი კანონი, რომლის დროსაც  სადაზღვევო კომპანიები  შექმნიან  ისეთ დივერსფიცირებულ პორტფელს, რომელსაც  ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადააზღვევენ.  „ისეტი კანონი უნდა მივიღოთ, რომ ქვეყნიდან რისკის გარეთ გატანა მოხდეს“ -აცხადებს ბარათაშვილი.

 


მისი მტკიცებით, ქვეყანაში ქონების სავალდებულო დაზღვევის შემოღება დაზღვევის კულტურას აამაღლებს.

 

ქონების დაზღვევის ნაწილში დაახლოებით 5-10 პროცენტიანი ზრდაზე საუბრობს სადაზღვევო კომპანიაარდის ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც.  მისი განმარტებით,ეს მექანიკური ზრდაა. როგორც ჯაფარიძის მტკიცებით, მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის ამაღლების მხრივ რაიმე გარდამტეხი არ მოხდარა.

 

მისი ანცხადებით, ქონების სავალდებულო დაზღვევაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სტიქია ან ხანძარი ხდება. გადის პერიოდი და დაზღვევის თემა ისევ ყველას ავიწყდება.

 

„მაგალითისთვის შეიძლება 2013 წლის 26 თებერვალს  სავაჭრო ცენტრ „საბაში“   გაჩენილი  ხანძარიც გავიხსენოთ.  ამ შემთხვევის შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა  ქონება დააზღვია, თუმცა, როდესაც აჟიტირება გაქრა, დაზღვევაზეც უარი თქვეს“-აცხადებს ჯაფარიძე.

 

 

შედარებით სხვა ვითარებაა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდიონგში“. კომპანიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თინა სტამბოლიშვილი  განმარტავს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“   მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამა 2017 წლის თებერვალში, ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის კვალდაკვალ გამოაცხადა და მეწარმეებს ქონებისა და მარაგების  დაზღვევის პოლისის ღირებულების 50%–იანი თანადაფინანსება შესთავაზა.

 

სტამბოლიშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონებისა და მარაგების დაზღევაზე მომართვიანობა გაიზარდა.

 

„ძირითადი ბარიერი მცირე მეწარმეებში ინფორმაციის ნაკლებობაა.თუმცა, აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით  ვცდილობთ  უფრო და უფრო მეტი მეწარმისთვის გავხადოთ ეს სერვისი მიმზიდველი. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე   დაახლოებით 1,000 მეწარმე ჩაერთო“-აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“.

 

საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალში 143,8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 13,2 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, მოზიდული პრემიიდან ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის - 84,46 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 23,70 მლნ ლარი, მესამე - ქონების დაზღვევა - 12,42 მლნ ლარი, მეოთხე - სიცოცხლის დაზღვევა - 6,88 მლნ ლარი, მეხუთეზე კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 3,95 მლნ ლარი.

 

 

2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია 15 სადაზღვევო კომპანია, 14 მათგანი ფლობს როგორც სიცოცხლის, ასე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 




“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up