ქონება 1 ლარად - რას იღებს (კარგავს) სახელმწიფო ზოგიერთი ბიზნესისთვის მინიჭებული უპირატესობით

ქონება 1 ლარად - რას იღებს (კარგავს) სახელმწიფო ზოგიერთი ბიზნესისთვის მინიჭებული უპირატესობით

access_time2021-08-25 12:00:25

საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1 ლარად გასხვისებული საინვესტიციო ქონების და მასთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ სპეციალისტებს სერიოზული კითხვები აქვთ. იურისტები ფიქრობენ, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის დადებული გარიგებების ნაწილი კორუფციულ ნიშნებს შეიცავს, თუმცა იმის გამო, რომ პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა, ამ ფაქტების გამოაშკარავება სპეციალისტების მხრიდან თითქმის შეუძლებელია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა უკვე გასაჯაროებული ფაქტები ადასტურებენ არსებულ ხარვეზს, რაც სახელმწიფოს სიმბოლურ თანხად გაცემული მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების გარშემო. საბოლოო ჯამში, ეკონომიკურად ამან ქვეყანას ვერანაირის სარგებელი ვერ მოუტანა, რამდენადაც სიმბოლურ თანხად გაცემული ქონება უფრო პრივილეგირებული ადამიანებისთვის ,,მირთმეული“ საჩუქარია, ვიდრე ბიზნეს-პროექტი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.


ერთ-ერთ ასეთ მაგალით რესპონდეენტები პირდაპირ უკავშირებენ თბილისის მერის კახა კალაძის ბიზნესსაქმიანობას, როცა მან ჯერ კიდევ ,,ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისა და დაკისრებული ჯარიმის ჩამოსაწერად სწორედ ხელისუფლებაში მოსვლა და საკუთარი გავლენა გამოიყენა.


ამდენად, როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, პრობლემა არა ქონების 1 ლარად გასხვისებაა, არამედ ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობა, რის მაგალითიც, მისივე თქმით, არაერთია.


,,არასახელმწიფოებრივად იღებენ გადაწყვეტილებას თანამდებობის პირები და ამის გამო სიმბოლურ თანხად ქონების გასხვისების პროცესს ეფექტი არ აქვს. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტია, როდესაც საინვესტიციო ვალდებულებები არ სრულდება. ამას ადგილი ჰქონდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და ახლაც, როცა საერთოდ ჩამოუწერიათ შეუსრულებელი ვალდებულებები. პირველი, რაც ამ შემთხვევიდან მახსენდება, არის ,,კალა კაპიტალის“ და ,,არსენალის“ პროექტები, მაშინ კალაძე და მისი კომპანია 38 მილიონით დააჯარიმეს კიდეც, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ვალდებულება ჩამოიწერა. სპეციალურად მოხდა კანონში ცვლილების შეტანა, რის საფუძველზეც კალაძეს ვალები, სანქციები ჩამოაწერეს, იმის მიუხედავად არსებობდა თუ არა ამის საჭიროება“, - აცხადებს იურისტი.


მისი თქმით, რიგი პროექტების შესრულებას ბიზნესის მხრიდან პანდემიამაც ხელი შეუშალა, თუმცა ამაზე მეტი პრობლემაა კანონის აღსრულება, რაც საერთოდ ნებაზე მიშვებულია.


,,კანონში ცვლილება და ახალი ჩანაწერის გაკეთება არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ როგორ მოახდენენ აღსრულებას, რა მხრივაც ყველაზე მეტად გვიჭირს. პანდემიისას თუ რომელიმე კომპანია, მაგალითისთვის მუშაობდა კინო-თეატრის ფუნქციით და ვეღარ გადაიხადა იჯარის თანხა, გასაგებია, მაგრამ როცა რომელიმე კომპანიას შეზღუდვა არ ჰქონდა და მაინც არ შეასრულა ვალდებულება, შეღავათით არ უნდა სარგებლობდეს. თუმცა ამის გამიჯვნა რეალურად არ ხდება, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემაა, რასაც მთავრობა სათანადო ყურადღებას არ აქცევს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.


იურისტის განმარტებით, სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისების პრაქტიკა ყველა ქვეყანაშია და საქართველოშიც დიდი ხანია, არსებობს.



,,პირველადი საფასურის გარეშეც შეიძლება გაიცემოდეს ქონება, მაგრამ მთავარია მიზნობრიობა და ვალდებულება, რის საფუძველზეც გაიცემა. პრობლემა ისაა, მთავრობა თუ კონკრეტული უწყება რამდენად სწორად იყენებს ამ მექანიზმს, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას ან სხვა ტიპის დარღვევებს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი“, - დასძენს ლევან ალაფიშვილი.


ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისებისას კორუფციულ ნიშნებს ხედავ ბიზნესის სამართლის სპეციალისტი, ბაზრის მკვლევარი აკაკი ჩარგეიშვილი.


,,სამართლებრივი კუთხით, მქონია შეხება ამ საკითხთან, როდესაც სახელმწიფო ადგენს საინვესტიციო პირობებს, არის გათვლებიც, მაგრამ მოცემულობა ხშირად არ ემთხვევა იმ ხედვას, რაც სახელმწიფოს ჰქონდა კონკრეტული ობიექტის გასხვისებისას. მერე უკვე ძნელად შესრულებადი ხდება იმ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება, რასაც ინვესტორი სახელმწიფოსგან იღებს. გარდა იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს საინვესტიციო კონკურსების გამოცხადების შესაძლებლობა და საპრივატიზაციო შესაძლებლობები, ამავე უფლებით სარგებლობს საპარტნიორო ფონდიც, რომლის გამჭვირვალობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. 1-ლარიანი საინვესტიციო ვალდებულებების აღსრულებას როცა ეხება საქმე, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოები, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. აქ, სამწუხაროდ, კორუფციული ნიშნები იკვეთება, ბევრი შეუსრულებელი ვალდებულებაა და მონიტორინგის თვალსაზრისითაც, პრობლემაა. ამდენად, ძალიან რთულია ობიექტურად შეფასდეს მონიტორინგის საკითხი, რამდენადაც გამჭვირვალობის ძალიან დიდი დეფიციტია“, - აცხადებს ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.


მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გასხვისდეს სახელმწიფო ქონება და როგორ ხდება მსგავსი საკითხების სახელმწიფოებრივ დონეზე მოგვარება, ამის საილუსტრაციოდ ისევ კახა კალაძის საქმიანობაა.


,,შეუსრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით კახა კალაძეს დიდი პრობლემა შეექმნა. მოგვარდა ეს საქმე, როგორც კი თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში. კორუფცია მარტო ის არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცისგან ქრთამი აიღო, არამედ გარკვეული კერძო ინტერესის ძალისხმევის შედეგად პოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებაცაა. ამ თვალსაზრისითაც, კალაძე საუკეთესო მაგალითია, ხელისუფლებაში მოსვლით როგორ დაარეგულირა საკუთარი საინვესტიციო პროექტი, სხვა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში აღებული ვალდებულების შესრულება ანუ ეს არის მაგალითი, როგორ აგვარებენ საკუთარ ბიზნესში არსებულ პრობლემას ადამიანები პოლიტიკაში მოსვლით, ხოლო ვინც ვერ აგვარებს, მას უკვე დიდი პრობლემა ელის. პანდემიურ პერიოდში გახმაურებული პრობლემა ფაქტობრივად არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, გიორგი გახარია კარგად აგვარებდა ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს საინვესტიციო საბჭოს მეშვეობით, რომელიც მან შექმნა. დღევანდელ პირობებში ამის მსგავსი არაფერი ხდება. ხშირ შემთხვევაში, 1 ლარად ქონების გასხვისება კორუფციული გარიგებების მანიშნებელია. ამ ვალდებულებების მონიტორინგს კონკრეტული უწყებები უნდა აგვარებდნენ, მაგრამ ამაზე არავინ მუშაობს. აქ არ არის მხოლოდ 1-ლარიანი საინვესტიციო პროექტების პრობლემა, ბევრი ვალდებულებაა, რომელზეც მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს, ანაკლიის პროექტთან, ასევე ენგურჰესის და სხვა ენერგო პროექტებთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო ასეთი მიდგომა, მაგრამ არც ეს გაკეთდა. მიწის ნაკვეთები, ქარხნები, სხვადასხვა პირობით არის გაცემული, მაგრამ რეალური შესრულების გამჭვირვალობა საჯარო სექტორის მხრიდან არ ხდება, ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი არ დაზარალდეს“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.


ცხადია, სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გასხვისების პრაქტიკაში არის წარმატების მაგალითებიც. ერთ-ერთ ასეთია ,,კომპავა ჯორჯია“, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქონების კომპონენტით სარგებლობს, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების 1 ლარად გადაცემას გულისხმობს.


ამ ეტაპზე ,,კომპავა ჯორჯია“ პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების სამხრეთ კავკასიაში პირველი საწარმოა, რომლის ჯამური ინვესტიცია 2 მლნ ლარამდეა.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 77 მილიონი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. მათ შორის, ყველაზე მსხვილი იყო კომპანია „ბიგ სერვისისთვის“ ქუთაისში გადაცემული 1 001 522 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 68.13 ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამურად სიმბოლურ ფასად გაყიდული მიწის ღირებულება 68 მლნ ლარს აღემატება.


სიმბოლურ 1 ლარად გაყიდულ ქონებებს შორის მოხვდა „ორბი ჯგუფისთვის“ ბახმაროში გადაცემული ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 7 მლნ ლარი იყო.


ცნობისთვის: ოფიციალური რიცხვები აჩვენებს, რომ 2015 წლიდან დღემდე ქონების სააგენტომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, დაახლოებით, 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს - 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს - 4 022 168 ლარის ღირებულების ქონება.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up