ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

access_time2021-05-07 16:50:00

თიბისის მხარდაჭერით, ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება. წელს ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მეოცე, საიუბილეო წელს, ვირტუალური და ფიზიკური ღონისძიებებით, ქოლგა თბილისი ფოტო მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს გამოფენებსა და ვორკშოპებს.


7 მაისს, ფოტოკვირეულის გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელში აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების სიუჟეტს იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:


· დოკუმენტური სერია

· რეპორტაჟი

· კონცეპტუალური ფოტოპროექტი

· ერთი კადრი

· საუკეთესო მობილური ფოტო


წელს ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდმა 18 000 ლარი შეადგინა. პირველი სამი ნომინაციის გამარჯვებულებს გადაეცემათ 4500 ლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 3000 ლარი, ხოლო საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1500 ლარი.


გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობდა საერთაშორისო ჟიური:


● ვანესა უინშიპი - ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი)


● გეორგ გეორგიუ - ფოტოგრაფი (დიდი ბრიტანეთი)



● თინა შელჰორნი - გალერისტი, კურატორი (გერმანია)


● სტივენ ჩოუ - ფოტოგრაფი (ჩინეთი)


● იენს ფრისი - გამომცემელი (დანია)


ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, მაისში, გაიმართება ქართველი ფოტოგრაფების, დარო სულაკაურის (14 მაისი, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე), დათო ქორიძისა (15 მაისი, უსახელო გალერეა) და სანდრო მამასახლისის (18 მაისი, ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა) პერსონალური გამოფენები.


„ქოლგა თბილისი ფოტო“, ასევე, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველასთვის უფასოა.


ფოტოგრაფია, როგორც ენა: ფოტოდან წიგნამდე - ამერიკული კოლექტივის, „გამოსახულების ნაკადის„ ოთხდღიანი ვირტუალური ვორქშოფი, რომელიც ფოტოწიგნის შექმნის საფუძვლებს შეეხება.


პოლაროიდის ემულსიიდან ბეჭდვის ხელოვნება - ანალოგური ტექნიკის გამოყენებით ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს ჩვენ მიერ შექმნილ ფოტოებთან ემოციური და ფიზიკური კავშირის დაბრუნებას.


ფოტო ამბის რედაქტირება ხოსე სარმენტო მატოსთან ერთად - ხოსე სარმენტო მატოსი სტუდენტებთან ერთად იმუშავებს უკვე გადაღებული ან მიმდინარე ფოტო პროექტების რედაქტირებაზე. ხოსე, როგორც ფოტოდოკუმენტალისტი და ლექტორი, მთელ თავის გამოცდილებას ვორქშოპის მთავარ მიზანს მოახმარს, რაც გულისხმობს ამბის თხრობის და ვიზუალური ნარატივის ფოტოების სახით ორგანიზების უნარის გაუმჯობესებას, ამ პროცესის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.


ვიზუალური თხრობის ვორკშოპი - ირლანდიური ვიზუალური თხრობის პლატფორმა FemLens.


Artist Talk: იევგენი როპელი - გერმანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ფრილანსერობა იძლევა 21-ე საუკუნეში - როგორ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო მედიასთან.


დაჯილდოების ჩვენება 7 მაისს 22:00-ზე ქოლგას, თიბისის, At.ge-სა და Artarea-ს ფეისბუქ გვერდებზე გაიმართება.

ფოტოს ავტორია: F. Dilek Uyar




NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up