ქოცებს უყვართ ციფრებით ჟონგლირება - რა არის 278 000?

ქოცებს უყვართ ციფრებით ჟონგლირება - რა არის 278 000?

access_time2019-06-23 15:00:55



ქოცებს უყვართ ციფრებით ჟონგლირება. მეც მივბაძავ მათ და დავასახელებ ერთ ციფრს 278 000.


რა არის 278 000?


ეს არის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 2011 წელს.


სააკაშვილის დროს, რუსეთთან მწვავე დაპირისპირების პერიოდში.


იმ დროს, როდესაც ჩაკეტილი იყო ლარსის საზღვარი და შეწყვეტილი იყო ავიამიმოსვლა.
ჯერ არ იყო არც ურთიერთობების დათბობა, არც რუსების მიერ ბათუმში უძრავი ქონების ყიდვა და არც საქართველოში რუსების ჩამოსვლის ტრადიცია.


და პირიქით, იყო მხეცური პროპაგანდა ქართველ ფაშისტებზე, გიჟ მიშაზე, თანაც ომიც შედარებით ახლოს იყო.



აი ამ, შეიძლება ითქვას, ტოქსიკურ გარემოში, საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა 278 000 რუსი ტურისტი.




დასკვნა დღევანდელი დღისთვის - საქართველოში რუსული ტურიზმი არ შეწყდება, თუმცა მილიონებზე საუბარი არაა.


სადაც 2011 წელს ჩამოვიდა 278 000, დღეს ალბათ ჩამოვა სადღაც 300 000, შეიძლება ცოტა მეტი ამ ცოტა ნაკლები.
ეს მაჩვენებელი უნდა გვქონდეს ორიენტირად.



 საკითხი არ დგას, რომ რუსი ტურისტი საერთოდ არ ჩამოვიდეს.



უნდა ჩამოვიდეს, ოღონდ 2 პირობით.



  1. მათი რაოდენობა არ უნდა იყოს კრიტიკულად დიდი, და, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რომ რუსეთი იყოს პირველ ადგილზე.



2. უნდა ჩამოვიდეს იმდენი, რამდენიც იქნება სტაბილური და გარანტირებული ნებისმიერი პოლიტიკური გართულებების მიუხედავად.



და სავარაუდოდ, ეს იქნება დაახლოებით 300 000.



და ეს ციფრი ძალიან კარგია - დიდიც არის - 300 000 არაა ცოტა, მაგრამ არაკრიტიკული.



დაე, ასე იყოს.


თენგიზ აბლოთია





არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up