ქრთამის აღების სიმცირით ათეულში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ კარგად აწყობილ კორუფციულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ

ქრთამის აღების სიმცირით ათეულში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ კარგად აწყობილ კორუფციულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ

access_time2020-08-31 10:00:03

 „რას ვეძახით ქრთამს? ტენდერების დროს  რომელიმე კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა არის თუ არა ქრთამი? მიკვირს, რომ საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირით საერთოდ პირველ ადგილზე არ მოხვდა, იმდენად აწყობილია კროუფციული სქემების შეუმჩნევლად გატარების მექანიზმი, იმდენად კარგად და გამოვლენის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ მთლიანად სისტემაა კორუმპირებული,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელმა ქეთევან ენუქიძემ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას ესაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.


 გასულ კვირას, მსოფლიო ბანკის შედეგები, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნადაა აღიარებული, მმართველი გუნდის არაერთმა წევრმა ქვეყნის მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასა. კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.

 

ქეთევან ენუქიძე მიიჩნევს, რომ გამოუვლენელი კორუფციისა და ქრთამის აღების შემთხვევები იმდენად სისტემაშია მოყვანილი, რომ მაკონტროლებლის არარსებობა ქვეყანაში განაპირობებს სწორედ იმ მოჩვენებით დადებით შედეგს, რაც მსოფლიო ბანკის მიერ იქნა გამოქვეყნებული.


კორუფცია და ქრთამი ძალიან დიფერენცირებადი ცნებაა,  გააჩნია რას ვუწოდებთ ჩვენ ქრთამს? მერე რამდენად ხდება ამ ფაქტების ადეკვატურად შესწავლა და გამოვლენა?  ჩემი თვალისთვის, კორუფციის ისეთი ფორმები, რომელიც არის ამ ქვეყანაში,  ქმნის ნამდვილ კორუფციულ ველს - როდესაც ხდება კომპანიებისათვის ხელისშემშლელი პირობების შექმნა, როდესაც არ გვაქვს სატენდერო დოკუმენტაციის ექსპერტიზა. ვერ დაიძრა სახელმწიფო ამ მიმართულებით, ეს აძლევს საშუალებას შემსყიდველ ორგანიზაციას დაუყადაღოს ქონება, ჩახსნას ტენდერიდან ის, ვინც არ იქნება მისთვის ხელსაყრელი. კომპანიებს ექნებათ არახელსაყრელი პირობები. მათ ნაცვლად მერე ბაზარზე შემოიყვანენ უცხოურ კომპანიებს, რომელთა ბიოგრაფიებიც ძალიან ჭრელია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. კორუფციის ამ ნაწილში, თუ ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფოს ინსტიტუტები აწყობილია კორუფციულ სისტემაზე. ჩვენი ტიპის სახლმიფოსთვის, რომელსაც მცირე ეკონომიკური ზრდა აქვს და მოქალაქეები სახელმწიფო სუბსიდიებზე გვყავს დამოკიდებული ვიცით, რომ ბიზნესის გაკეთება მარტივად შეიძლება. მაგრამ მისი შენარჩუნება თითქმის არ ხდება. ამიტომ, ეს სისტემა  დაზიანებულია.  თუ არ იღებენ ქრთამს, მაგრამ შეუმჩნევლად ხდება გამოვლინების გარეშე, ამის არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.  მე თუ არ გამაკონტროლა ვიღაცამ,  ქრთამი ავიღე თუ რა ვქენი, ამას ვერ დაინახავს ვერავინ. ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა , რადგან გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ.  კიდევ 4 წელი თუ არ შეიცვლება ამ ქვეყანაში არაფერი, ჩვენ ყველა პარამეტრით პირველ ადგილზე ვიქნებთ და ეს იქნება მოჩვენებითი,“ — განმარტავს ქეთევან ენუქიძე.



მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.

 

კვლევაში არსებული კითხვები, ფარავს იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.


საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წელს დახმარების სახით განკუთვნილი  132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შეაჩერა იქამდე, სანამ „ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით“.


 მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up