ქეთევან ციხელაშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ,  დიდი ძალისხმევა იყოსს გამოყენებული, რათა ხალხი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ აღმოჩნდეს

ქეთევან ციხელაშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდი ძალისხმევა იყოსს გამოყენებული, რათა ხალხი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ აღმოჩნდეს

access_time2019-09-10 18:00:23

აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით გააკეთა.


ქეთევან ციხელაშვილის თქმით, შეუძლებელია ამ ყველაფერს რაიმე საბაბი და არგუმენტი ჰქონდეს. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მოსახლეობაზე პირდაპირი ზეწოლაა.


„ამ ჯერზე, როდესაც ოძისი-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება.

მოგეხსენებათ, წინა წლის დასაწყისში, გადაადგილება ორი თვით ჩაიკეტა, ასეთივე აბსურდული მიზეზით, თითქოს ეს გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდგომ, როცა ეპიდემია მთელს ევროპასა და მათ შორის, საქართველოში ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში ადამიანებს ამ ვირუსთან გამკლავება უხდებოდა. მათ შორის ბაღებსა და სკოლებში.

რამდენადაც კრიტიკული და მკაფიო ვარ ჩემს შეფასებაში, იმდენად მინდა მაინც გამოვხატო იმედი, რომ იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამ ზომას ადამიანებზე ზეწოლისათვის იყენებს, გაცნობიერებული იქნება ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას გაყოფილი ოჯახებისათვის მოჰყვება და აქედან გამომდინარე, უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოიხსნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



მან იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო შეზღუდვის მოსახსნელად ატარებს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს პარტნიორებთან და ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„სწორედ ახლა დავასრულე შეხვედრა ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, რომელთაც უკვე მერამდენე წელია, სამწუხაროდ, არ ეძლევათ ადგილზე წვდომის შესაძლებლობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გენერალური მდივნის დავალებით მუდმივად ამზადებენ სიტუაციაზე მონიტორინგის ანგარიშს.


მათთანაც გვქონდა საუბარი ამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყველაზე მწვავე გამოწვევაზე. ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არის კომუნიკაცია. ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს.


დავანებოთ თავი ამ ხალხს, რომელსაც გადაუჭრელი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს. ამით ზარალდებიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს. დროა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს მანამდეც, ვიდრე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.







კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up