ქეთევან ციხელაშვილი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა

ქეთევან ციხელაშვილი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა

access_time2019-05-25 19:20:06

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი პანკისის ხეობის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვებისა და გეგმების განხილვა და ამაზე ახალგაზრდების აზრის მოსმენა იყო.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მსგავსი დიალოგი მოსახლეობასთან პირველი არ არის და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„ვსაუბრობდით მაგალითად განათლებაზე, ახალგაზრდებისათვის საინტერესო მიმართულებებზე, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, ტურიზმსა და ტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე. ასევე, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ინტერაქცია პანკისის მოსახლეობასა და რეგიონის დანარჩენ მოსახლეობას შორის.

ვფიქრობ, სახელმწიფო, საზოგადოებასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რათა არსებული რესურსები ეფექტურად გამოვიყენოთ. როდესაც ახალგაზრდები აქტიურები და ჩართულები არიან, ეს ყველაზე კარგი, ჯანსაღი პროცესის ნაწილია. ამ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, ისევე როგორც სხვა ჯგუფებთან პანკისის ხეობაში, აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობითვე, ახალგაზრდების შეფასებით შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო. მათი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ხეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა კი, მათი შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა.

„შეხვედრაზე გვქონდა აზრების გაცვლა, თუ რა შეიძლება განხორციელდეს პანკისის ხეობაში. სხვადასხვა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ მსგავს შეხვედრებს შემდეგშიც გავაგრძელებთ. ასეთი კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა განვითარებისათვის აუცილებელია. პანკისი იქნება ეს თუ სხვა რეგიონი, აუცილებელია ადგილობრივებთან, სხვადასხვა სეგმენტთან შეხვედრა, ინფორმაციის გაზიარება და მიღება. დღევანდელი შეხვედრაც ამის ძალიან კარგი მაგალითია. ჩემი აზრით, იგი ძალიან პოზიტიური და შედეგის მომტანი იყო“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სულხან ბორძიკაშვილმა.


1tv





მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up