ქეთევან ციხელაშვილი: გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს

ქეთევან ციხელაშვილი: გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს

access_time2018-11-08 22:45:00

გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ოჯახის გათბობის ხარჯები 200 ლარით დაფინანსდება. გადაწყვეტილების შესახებ  მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სოფლებიდან თითოეულ სტუდენტს უმაღლესი განათლების საფასურიც დაუფინანსდება.

სახელმწიფო მინისტრმა  იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა მავთულხლართების პოლიტიკას უპირისპირდება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი მეტი განვითარება და პროგრესია.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც 5 ნოემბერს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების კომისიის გადაწყვეტილებას ასახავს. მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მაცხოვრებელს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის  რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა.

„ზოგადად, გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში არსებული საჭიროებების საპასუხოდ, ამ წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ყველა სოფლის გაზიფიკაცია დასრულდა. საუბარია 62-ზე მეტ სოფელზე. ანუ, 14 ათასამდე აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი აქვს. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. უკვე რამდენიმე წელია ისინი გაზის საფასურის ვაუჩერს იღებენ და გამონაკლისი არც ეს ზამთარი იქნება, რადგან მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ.

„გარდა ამისა, ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას დაუფინანსებს. ეს წლების განმავლობაში ხორციელდება და სასიხარულოა, რომ ბოლო ოთხი წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში წყლით მომარაგების  საკითხიც ნაწილობრივ გადაჭრილია – 33 სოფელში სასმელი წყლის პრობლემა სრულად  მოგვარდა. 26 სოფელში პრობლემა ჯერ ისევ დგას, თუმცა აქედან 17-ში წლის ბოლომდე გადაიჭრება.

„ესაა ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. ძალიან მალე წარმოდგენილი იქნება გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლების განვითარების სტრატეგია, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ჰქონდეთ ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, რადგან მავთულხლართების პირობებში ბევრ მათგანს  საკუთარ მიწაზე წვდომა შეზღუდული აქვს.

„ზოგადად, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობის ბედიც, რომელიც დღეს მავთულხლართების მიღმა, იზოლაციაში ცხოვრობს. ახალი სამშვიდობო ინიციატივებით, მათ შორის ვაჭრობისა და განათლების ახალი შესაძლებლობებით, მომავალში მათ დახმარებასაც აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ipress.ge





"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up