ქეთევან ჩაჩავა - მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ქეთევან ჩაჩავა - მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში

access_time2019-05-19 21:59:45

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა დღეს სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.


ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიააკრედიტაციის არმქონე პირების მხრიდან იყო უბანზე ყოფნის მცდელობა, დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევა“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.



მისივე თქმით, მარნეულის N22 ოლქის N68 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საკუთარი მოვალეობის შესრულების პროცესში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


„დამკვირვებლისთვის საკუთარი მანდატის განხორციელებისთვის ხელის შეშლა საარჩევნო კოდექსის დარღვევას წარმოადგენს, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა შესაძლოა სიახლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მთლიანობას, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ შუალედურ არჩევნებს საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდებოდა. სადამკვირვებლო მისია პროცესის მონიტორინგს ხმების შეჯამებამდე გააგრძელებს, საბოლოო ანგარიშს კი ხვალ წარადგენს.





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up