ხელისუფლებამ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო: ფრინველის ხორცში წყლის შემცველობაზე კონტროლი შეჩერდა

ხელისუფლებამ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო: ფრინველის ხორცში წყლის შემცველობაზე კონტროლი შეჩერდა

access_time2020-05-05 10:50:50

ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ქათმის ხორცში წყლის შემცველობას აკონტროლებდა, გაუქმდა. რეგულაციის თანახმად პროდუქტში  გაყიდული წყლის რაოდენობა 40%-დან 5%-მდე გახდა დასაშვები. გაუქმების შესახებ არგუმენტები აქვთ  სურსათის უვნებლობის სამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ რეგულაციის გაუქმების მთავარი მიზეზი  ბაზარზე პროდუქტის დეფიციტის თავიდან აცილებაა.  რეგულაცია არ გაუქმებულა, თუმცა, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით დროებით შეჩერდა. უწყების განმარტებით, მათი მხრიდან სურსათის შემოწმების ხარისხი ისევ მაღალი იქნება.

 

რეგულაციის დროებით შეჩერებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე  საუბრობენ როგორც ადგილობრივი მწარმოებლები,ასევე იმპორტიორებიც.„ბიუ-ბიუ“-ს  დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ წყლით გაჟღენთილი ხორცის გაყიდვა, მყიდველის მოტყუებაა.

 

„ვის ინტერესში შედიოდა ამ რეგულაციის გაუქმება არ ვიცი.საქართველოში შემოსულ, იმპორტირებულ, გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა მაღალია. ეს კი მომხმარებლის მოტყუებაა. იმპორტიორი ამით წონას ზრდის, მომხმარებელს კი წყალში ფულს ახდევინებს. არა მგონია, მომხმარებლის მოტყუება სახელმწიფო ინტერესებში შედიოდეს, თუმცა, ნამდვილად გასაკვირია რატომ შემოდის ისეთი ქათამი, რომელიც ყველა ქვეყანაში აკრძალულია“-ამბობს რამაზ ვაშაკიძე.

 

რეგულაციის გაუქმებას საჭიროდ მიიჩნევს იმპორტიორი, კომპანია „დუს“ ხელმძღანელი  დავით გოგიჩაიშვილი  და აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარს მეწარმეები ვერ მოამარაგებენ, პროდუქტის სიმცირე კი მასზე ფასის ზრდას გამოიწვევს. “ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ დროებითაა გაუქმებული, სასურსათო კრიზისი რომ არ შექმნილიყო ბაზარზე. შემდგომ ისევ რეგულაციის დარგლებში მოექცევა. თუმცა, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, საერთოდ რატომ შემოიღეს ეს რეგულაცია, ან რატომ აუქმებენ.თავის დროზე ქართველი მეწარმეების მოთხოვნა იყო ეს რეგულაცია, რომ არ შემოსულიყო იმპორტირებული საქონელი და მხოლოდ თავად  თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია მოეხდინათ. საქმე ისაა, რომ ბაზარს ვერ ამარაგებენ, არ აქვთ ამდენის შესაძლებლობა.სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დროებით შეეჩერებინათ რეგულაცია და ბაზარზე ყოფილიყო პროდუქტის არჩევანი“-აცხადებს გოგიჩაიშვილი. 



რაც შეეხება წყლის შემცველობას, მისი განცხადებით, ლაბორატორიები შემცველობაზე ანალიზს  საქართველოში არ აკეთებენ. შესაბამისად,ძალიან რთული პროცესია გასავლელი. გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ  ამას ვერც რეგულაციის დროს ახერხებდნენ და ვერც ისე მოახერხებდნენ.


„იმპორტრებული პროდუქტის აკრძალვა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტს გამოიწვევს, ვერც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ მომხმარებლის უზრუნველყოფას, ეს კი არსებულ პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს.საბოლოო ჯამში კი  გაძვირებულ ხორცს მივიღებთ. თუ ჯანსაღ პროდუქტზე ვსაუბრობთ, ჯერ იმით დავიწყოთ რა საკვები დანამატებით ზრდიან ქათმებს და მერე აკონტროლონ წყლის შემცველობა იმპორტირებულ ხორცში. მომხმარებელი ყველაზე კარგად დაალაგებს ბაზარს, თუ კონკრეტული პროდუქტი მას არ მოეწონება, მეორე ჯერზე არ იყიდის.“-აცხადებს  დავით გოგიჩაიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ რეგულაცია, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდა დროებით შეჩერებულია. ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა  ბაზრის სუბიქტების განცხადებით, 40%-მდეც აღწევდა და მომხმარებელი ორმაგ ფასს იხდიდა.საუბარია,  ფრინველის ხორცის ტექნიკურ რეგლამენტზე.



ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up