Qatar Airways-ი აშშ-ში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს – 26 იანვრიდან ძალაში ახალი მოთხოვნები შედის

Qatar Airways-ი აშშ-ში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს – 26 იანვრიდან ძალაში ახალი მოთხოვნები შედის

access_time2021-01-25 16:00:00

კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საკუთარ მგზავრებს აშშ-ში დაწესებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის 26 იანვრიდან ძალაში შედის აშშ-ს მთავრობის მოთხოვნა: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან აშშ-ს ნებისმიერ ქალაქში გამგზავრების მსურველმა უნდა წარადგინოს COVID-19 ნეგატიური ტესტი ან COVID-19-დან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი.



ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალება ნებისმიერი ქვეყნის 2 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეს თუ ის გაფრენამდე არ წარადგენს: (1) COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის ნეგატიურ პასუხს ან (2) COVID-19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ წერილობით ან ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს თავდაპირველ COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის დადებით პასუხს და ლიცენზირებული სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილს, რაც ადასტურებს, რომ პირი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და შეუძლია მგზავრობა; (3) მგზავრობის ატესტაციის ფორმა



(1) COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ის ტესტი აღებული უნდა იქნეს გამგზავრებამდე სამი დღის ინტერვალში და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: “ნეგატიური” ან “SARS-CoV-2 რნმ არ იქნა აღმოჩენილი” ან “SARS-CoV-2 ანტიგენი არ იქნა აღმოჩენილი”, ან ” COVID-19 არ იქნა აღმოჩენილი/დადასტურებელი”. დასაშვებია შემდეგი სახის ტესტების პასუხები: RT-PCR, PCR, ანტიგენი ან სწრაფი ტესტი; ანტისხეულებზე აღებული ტესტი არ მიიღება



(2) COVID-19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი წერილობითი ან ელექტრონული დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი და გაცემული ოფიციალურ ბლანკზე, სადაც მითითებული იქნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თანმხლები SARS-CoV-2-ის დადებითი პასუხის ტესტი აღებული უნდა იყოს გამგზავრებამდე 90 დღის ინტერვალში და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: “პოზიტიური” ან “SARS-CoV-2 რნმ იქნა აღმოჩენილი” ან “SARS-CoV-2 ანტიგენი იქნა აღმოჩენილი”, ან “COVID-19 იქნა აღმოჩენილი/დადასტურებელი”.




(3) მგზავრობის ატესტაციის ფორმა – აუცილებელია მოცემული დოკუმეტის ამობეჭდვა, შევსება, ხელმოწერა და რეგისტრაციაზე წარდგენა. 2-დან 16 წლამდე ასაკის მგზავრებისთვის ასევე აუცილებელია ამ დოკუმენტის ქონა და მასზე ხელი უნდა მოაწეროს მშობელმა ან უფლებამოსლმა პირმა.




avianews.ge





თეგები:
Qatar Airways



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up