სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“   პროფილს იცვლის და „აუთლეტ ცენტრად“ ყალიბდება

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“ პროფილს იცვლის და „აუთლეტ ცენტრად“ ყალიბდება

access_time2019-02-26 10:20:13

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“   სავაჭრო მიმართულებით პროფილს იცვლის და „აუთლეტ ცენტრად“ ყალიბდება. 2018 წლის  დეკემბრიდან „ქარვასლაში“ უკვე 6 აუთლეტია, მათ შორის, ისეთი ბრენდების აუთლეტები როგორებიცაა LC Waikiki და Koton და აგრეთვე, ისეთი მულტიბრენდული აუთლეტ მაღაზიები, როგორებიცაა ICR -ის ფეხსაცმლის აუთლეტი, Eurobrand, Bebe+ -ის აუთლეტი და Outlet Brand Store.

 

აღნიშნულ აუთლეტებში, მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შეუძლია შეიძინოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის, წინა წლების კოლექციების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რეგულარული 50-70 % - იანი ფასდაკლებით. მაგალითად, თუკი წინა წელს ქურთუკი ღირდა 120 ლარი, ამ წელს მომხმარებელს შეუძლია იგი 36 ლარად შეიძინოს. ფაქტობრივად, ერთი ნივთის ფასად 3 ნივთს ყიდულობს.

 

აუთლეტის სპეციფიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაშია. სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“   აუთლეტ მიმართულების განვითარებას გეგმავს და  მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბრენდებთან აწარმოებს.

 


თუმცა, მანამდე „ქარვასლამ“ მომხმარებელს სიურპრიზი მოუმზადა.  საუბარია, აუთლეტ ფესტივალზე, რომელიც 23 თებერვლიდან -3 მარტამდე მიმდინარეობს.

 

აუთლეტ ფესტივალის ფარგლებში მომხმარებელს  „ქარვასლაში“ არსებულ აუთლეტებში დამატებითი ფასდაკლებებითა და სხვა აქციებით შეუძლია ისარგებლოს. მაგალითად, LC Waikiki - ის აუთლეტში 3 ნივთის შეძენის შემთხვევაში მე-4 ნივთს მომხმარებელი  საჩუქრად მიიღებს.

 

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“ სხვა ბრენდებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და მოხმარებელს სამომავლოდ სიახლეებს ჰპირდება.


(R)





არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...


მსგავსი სიახლეები

up