ქართველმა DJ-იმ ლონდონში 24-საათიანი კლუბი გახსნა

ქართველმა DJ-იმ ლონდონში 24-საათიანი კლუბი გახსნა

access_time2018-08-03 20:00:35


 

 

Voicedrone-ის სახელით ცნობილმა ქართველმა DJ-იმ, ლაშა ჟორჟოლიანმა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში 24-საათიანი კლუბი გახსნა. სხვათა შორის, უკანასკნელი 10 წლის ტენდენციით, ინგლისის დედაქალაქში არაერთი ცნობილი ღამის კლუბი დაიკეტა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ინგლისის დედაქალაქში ქართველი DJ-ის 24 - საათიანი კლუბის გახსნას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.



 

„კომერსანტი“  ლონდონში დაუკავშირდა ლაშა ჟორჟოლიანს. ქართველი DJ-ის განცხადებით, ეს იქნება პირველი კლუბი, რომელიც 600 ადამიანს იტევს და ლონდონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.



 


ლონდონელები ძალიან მკაცრად უდგებიან ახალი ადგილების გახსნის საკითხს. მშენებლობას დამოუკიდებლად ვუძღვებოდით და ამ 9-თვიანი პროცესის პარალელურად, მერიასთან მუდმივად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ლონდონში უსაფრთხოების საკითხი ძალიან მაღალ დონეა აყვანილი და ყველა სტანდარტის დაცვისათვის, ჩვენ უდიდესი შრომა ჩავდეთ,“ - ამბობს ლაშა ჟორჟოლიანი.

 

ცნობილია, რომ კლუბში, სახელწოდებით FOLD, 24-საათიანი მუსიკალური სესიები შაბათობით გაიმართება, შუა კვირაში კი მუსიკის მოსმენა და ცეკვა მსურველებს ღამის 3 საათამდე შეეძლებათ.

 

სებ გლოვერი კლუბის თანადამფუძნებელია. იგი მიიჩნევს, რომ FOLD-ი არტისტებისა და მსმენელებისთვის ერთგვარ თავშესაფრად გადაიქცევა:

 

ჩვენ სხვანაირი მიდგომები გვაქვს და ლონდონში ევროპულ მიდგომას ვნერგავთ. შესაბამისად, ვქმნით ადგილს, სადაც დროის გატარება დიდი ხნით იქნება შესაძლებელი. ჩვენ უსაფრთხო სივრცის შექმნაზე ვართ ფოკუსირებული, რომელიც თავისუფალი იქნება ლონდონის ყოველდღიური ცხოვრების მძიმე წნეხისგან, ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლებას, პოტიზივსა და ინსპირაციას, - აღნიშნა მან.

 

ლაშა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ FOLD-ი ლონდონს ღამის კულტურის განვითარებაში დაეხმარება, ამ პროცესში კი ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას: „ძალიან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მივიღეთ ინგლისიდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოდანაც. კლუბში აუცილებლად დაუკრავენ ქართველი არტისტები, ბასიანის შოუქეისთან დაკავშირებით უკვე მოლაპარაკებები გვაქვს.“

 

პირველი წვეულება FOLD-ში 18 აგვისტოს გაიმართება. მუსიკალური არტისტების სრული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ პირველ საღამოს FOLD-ის სცენაზე ისეთი არტისტები დაუკრავენ, როგორებიც REVIVEHER, Make Me, Test Pressing, Dimensions და EarToGround არიან.



 

ნიკა ქავთარაძე





საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up