ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

access_time2019-09-16 14:30:27

„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.

 

ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია, „Vetements“-ში რჩება გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისი მიზანი შემდეგია - „კიდევ უფრო გაზარდოს საზღვრები“.



 



„„Vetements“ ყოველთვის იყო კრეატიულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი - აცხადებს გურამ გვასალია.


„ჩვენ გავაგრძელებთ საზღვრების გაერთიანებას, პატივს ვცემთ ბრენდის კოდექს და ღირებულებებს. ვაგრძელებთ ხელოვნების და ტალანტების მხარდაჭერას. ის, რასაც დემნას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, ეს არის „Vetements“- ის ისტორიის მთავარი თავი. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ დემნასი, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახლის განვითარებაში“, - განმარტავს „Vetements“-ის გენერალური დირექტორი.

 

WWD ადასტურებს, რომ დემნა აგრძელებს საკუთარი როლის შესრულებას „Balenciaga“ -ში. ის 2020 წლის გაზაფხულის ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარმოადგენს. ამავე დროს გავრცელებული რელიზიდან შეიძლება ითქვას, რომ 38 წლის დიზაინერი „Vetements“-ში ტოვებს თავის თანამდებობას, რათა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

 

თავის მხრივ დიზაინერი ამბობს,-„Vetements“ დავიწყე იმიტომ, რომ მოდა მოსაწყენი იყო და ყველაფრის მიუხედავად მოდა შეიცვალა მას შემდეგ, რაც „Vetements“ გამოჩნდა. ასევე ამან ძალიან ბევრს კარი გაუხსნა. ამიტომ მე ვგრძნობ, რომ კონცეფტუალისტი და ნოვატორი დიზაინერის მისია შევასრულე და „Vetements“ გადაიქცა კომპანიად, რომელსაც ახალ ეტაპზე თავად შეუძლია საკუთარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა განავითაროს“,- განმარტავს დემნა გვასალია.


 



„WWD“ ინფორმაციით, გვასალიამ შემოიტანა რაღაც ახალი და ამაღელვებელი, როდესაც მან 2015 წლის შემოდგომაზე პარიზში, გეი კლუბის სარდაფში შოუ მოაწყო. ძალიან მალე მისი გრძელ ხელებიან და დიდ მხრებიანი მაისურები, 800 დოლარის ღირებულების დიდი ზომის ჰუდები, სლოგანებით ან ლოგოებით მოდის მოყვარულებისთვის მომხიბვლელი გახდა.

 

გიჟური შოუს ადგილებიდან -  ერთ სეზონზე ბინძური ჩინური რესტორანი , შემდეგში flea market -დიდი სილუეტებით, მძიმე როკის მიმართს დამოკიდებულებით, და აღმოსავლეთ ევროპის ესთეტიკით „Vetements“ მალე გახდა წარმატებული ალტერნატიული ბრენდი. ამის გარდა გვასალიას შემოჰქონდა სიახლე მოდის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ დემნა გვასალია არასდროს გამოდიოდა ჩვენების შემდეგ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  ბრენდის განვითარებაში. ბრენდის რომლის სახელიც ფრანგულად ტანსაცმელს ნიშნავს.

 



გურამ გვასალია 2017 წელს ტრაბახობდა იმით, რომ ის თავის ძმას უხდიდა იმდენს რამდენსაც უხდიდა „Balenciaga“. „მას აქვს ორი სამსახური, მაგრამ არ მინდა რომ მას ჰქონდეს პრიორიტეტები“, -ამბობს გურამ გავსალია.

 

„WWD“  წერს რომ დემნა გვასალია საქართველოში დაიბადა, თბილისი სახელმწიფო უნივერისტეტში ისწავლა საერთაშორისო ეკონომიკა, რის შემდეგაც ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა. 2006 წელს ტანსაცმლის დიზაინერის მაგისტრის ხარისხი მიიღო.


 



2009 წელს Margiela-ს შეუერთდა. 2013 წელს Louis Vuitton-ში გადავიდა სადაც ქალის ხაზის უფროსი დიზაინერი იყო თავდაპირველად Marc Jacobs-ის ხელმძღვანელობით შემდეგ კი Nicolas Ghesquière-ის. მაგრამ Vetements მისი პროექტი იყო რომელმაც ის საერთაშორისო რადარზე გამოიყვანა.

 

ბაჩო ადამია






ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up