ქართველმა ბიზნესმენმა დავით ქემერტელიძემ ყაზახეთში  ფეროშენადნობთა  მორიგი ქარხანა ააშენა

ქართველმა ბიზნესმენმა დავით ქემერტელიძემ ყაზახეთში ფეროშენადნობთა მორიგი ქარხანა ააშენა

access_time2021-11-30 16:00:01

ქართველმა ბიზნესმენმა დავით (შმაგი) ქემერტელიძემ ყაზახეთში მორიგი გრანდიოზული პროექტი განახორციელა - ყარაღანდის ოლქში მან ფეროშენადნობთა ქარხანა „Qaz Carbon“ ააშენა. ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ის უმოკლეს ვადაში - 9 თვეში აშენდა.



საწარმო „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, რომელმაც პროექტში 38,8 მლრდ ტენგე ($89 მლნ) დააბანდა, ხოლო 11 მლრდ ტენგე ($25 მლნ) კომპანიამ საკუთარი სახსრებიდან გაიღო.



ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 57 000 ტონა ფეროშენადნობს შეადგენს, რაც 8 ღუმელში გამომუშავდება.




პირველ ეტაპზე ექსპლუატაციაში 4 ღუმელი შევიდა, ხოლო დანარჩენი 4 წლის ბოლომდე ამუშავდება.



პირველი ღუმელი აგვისტოში გაეშვა და 30 ნოემბრისთვის საწარმომ უკვე 3 000 ტონა ფეროშენადნობი გამოუშვა. პროდუქცია ექსპორტზე იაპონიაში, კორეაში, დსთ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა.



ქარხანა მთლიანად ავტომატიზებულია და ღუმელებს ერთი სახეობის შენადნობებიდან მეორეზე გადართვა 3 საათში შეუძლიათ.



„ახალი ქარხანა ყაზახეთში მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს. ჩვენ, უცხოელ ინვესტორებს, გვინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნოთ საკანონმდებლო ბაზა და სხვა პირობები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამუშაოდაა შექმნილი“, - აცხადებს ბიზნესმენი დავით ქემერტელიძე.



„Qaz Carbon“-მა 2021 წელს ექსპლუატაციაში გაუშვა ნახშირის გამამდიდრებელი საწარმო, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. მდინდარე წლის ბოლომდე ამუშავდება ასევე მძლავრი აგლომერაციული ფაბრიკები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up