ქართველმა ბანკირებმა: რამაზ კუკულაძემ, ნიკა გამყრელიძემ და არჩილ კონცელიძემ ღია უნივერსიტეტი შეიძინეს

ქართველმა ბანკირებმა: რამაზ კუკულაძემ, ნიკა გამყრელიძემ და არჩილ კონცელიძემ ღია უნივერსიტეტი შეიძინეს

access_time2021-03-07 18:24:25

“თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი” გაიყიდა - სასწავლებელი, რომლის 100%-იანი წილი ზაურ ამილახვარს ეკუთვნოდა შპს “ველოქს ედუქეიშენმა” იყიდა. “ველოქს ედუქეიშენის” დირექტორი “საქართველოს ბანკის” დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები  საფინანსო სფეროს აღმასრულებლები არიან. მათ შორისაა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” CEO ნიკოლოზ გამყრელიძე და VTB ბანკის CEO არჩილ კონცელიძე. 

BMG-სთან ინტერვიუში რამაზ კუკულაძემ “ღია სასწავლო უნივერსიტეტის” სამომავლო განვითარების სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დამატება არის დაგეგმილი, ამასთანავე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებაც იგეგმება. 

“ჩვენი შეფასებით ამ პროექტს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ქვეყანას სჭირდება ბევრი განათლებული ადამიანი, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ უნივერსიტეტი არის სფერო, რომლითაც ამ მხრივ განვითარება შეგვეძელბა. ჩვენ პროექტში გაერთიანებული ვართ ხალხი, ვისაც ამბიცია გვაქვს, რომ განსხვავებული და კარგი რამ შევქმნათ ქართულ ბაზარზე და არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, რადგან რეგიონალური ამბიციები გვაქვს. 

დღეს უნივერსიტეტს აქვს 4 სკოლა, ეს არის სამედიცინო მიმართულება, ეს არის სამართლის სკოლა, არის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება, არის ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა. ამ ოთხივე მიმართულებას ვაგრძელებთ, ამბიცია გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ისინი. ასევე, 2022 წლიდან დავამატოთ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება, მანამდე ბიზნესის ადმინისტრირების სკოლას გავაკეთებთ უკეთესს და სამედიცინო მიმართულებას გავაძლიერებთ,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა რამაზ კუკულაძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძის და არჩილ კონცელიძის გარდა, უნივერსიტეტის ახალ მფლობელებს შორის არიან ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე “საქართველოს კაპიტალის” დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და “ლიბერთი ბანკის” დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური.

“ღია სასწავლო უნივერსიტეტში” 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი სასწავლებელი 2002 წელს არის დაფუძნებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი ამილახვარი იყო, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატია.

კითხვაზე თუ რა თანხა გადაიხადა ველოქს დეველოპმენტმა უნივერსიტეტის 100%-იანი წილის შეძენაში, რამაზ კუკულაძე პასუხობს, რომ ეს კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის თანახმად, უნივერსიტეტის ახალი ინვესტორები სასწავლებლის უძრავი ქონების იჯარაში თვეში 60,000 ლარს გადაიხდიან.

2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ღია სასწავლო უნივერსიტეტის შემოსავალი 3.2 მილიონი ლარი იყო.

bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up