ქართველი საფეხბურთო ინვესტორი ლაქშერი ბიზნესიდან

ქართველი საფეხბურთო ინვესტორი ლაქშერი ბიზნესიდან

access_time2021-03-11 12:15:24

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ფინანსების მართვასა და მდიდრული ცხოვრების სტილის დაორგანიზებაში 25 წელია კონსულტაციებს უწევს, უკვე წლებია რაც სპორტის სამყაროს საფეხბურთო ბიზნესში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით ამახსოვრებს თავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვენის საფეხბურთო კლუბ აუსტრიას ახალი დაფინანსებელი ქართველი ბიზნესმენი მიხეილ სურგულაძე გახდება, რომლის მფლობელობაშიცაა ლონდონში დაფუძნებული კომპანია - Insignia Group-ი. კლუბის მმართველი კი ასევე ქართველი მერაბ ჟორდანია გახდება - ამის შესახებ გერმანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან.

 

წელიწადნახევრის მანძილზე ინვესტორის  ინტენსიური ძიების შემდეგ  ქართველი დონორები „აუსტრიაში“ დაახლოებით 7 მილიონ ევროს დააბანდებენ. აქციების 70 პროცენტი სწორედ სურგულაძის INSIGNIA Group-ს ეკუთვნის, ხოლო 30 პროცენტი - Austria AG-ს.

 

Insignia Group — დასვენება და მდიდრული ცხოვრების სტილი კონფიდენციალურად



მიხეილ სურგულაძე Insignia Group-ის დამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში  მოწინავე ადგილს იკავებს ლაქშერი ბიზნესთან დაკავშირებულ ფინანსურ კონსულტაციებსა და მდიდარი ოჯახებისა და კონგლომერატებისთვის ცხოვრების სტილის მენეჯმენტის სფეროში. კომპანია Insignia Group-ი მიხეილ სურგულაძემ 1996 წელს დააარსა.

 


ჯგუფმა საქმიანობა ტურისტული მომსახურების მიწოდებისა და საბარათე გადახდების სფეროთი დაიწყო. მას შემდეგ კომპანია გარდაიქმნა მსხვილ ჯგუფად, რომელიც „ლაქშერი“ ცხოვრების სტილის მართვაში უწევს კონსულტაციას კლიენტებს, რომელთა კონფიდენციალურობა მკაცრადაა დაცული. ჯგუფის წევრობა შეზღუდულია და მიზანი  ექსკლუზიურობის შენარჩუნებაა.

 


Insignia ჯგუფის ექსკლუზიურ მომსახურებაში შედის სუპერპრემიალური საბარათე მომსახურება პერსონალური ასისტენტის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7 ზე, წელიწადში 365 დღე.  მის კლიენტებს შორის არიან მსხვილი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები.


 


Insignia Group-ის ემბლემა - გვირვინოსანი ცხენი, კომპანიისთვის ექსტრაორდინალურ, უმაღლესი კლასის მომსახურებას გამოხატავს. მითიური ქმნილება იმის აღმნიშვნელია, რომ კლიენტის ყველა შესაძლო სურვილის ასრულებისთვის კომპანია ყველაფერს გააკეთებს.

 


Insignia Group-ს საფეხბურთო კლუბების დაფინანსების მდიდარი ისტორია აქვს.  მერაბ ჟორდანიამ 2014 წელს მალტის „ვალეტას“ საფეხბურთო კლუბის ინვესტირებაც დაიწყო. ეს ინვესტიციებიც Insignia Group-ის ხელშეწყობით განხორციელდა. ასევე მათ მიერ დაფინანსებული კლუბების სიაში თვით  ჰოლანდიური კლუბი Vitesse Arnhem-ია.

 

 

მიხეილ სურგულაძე მერაბ ჟორდანიას დიდი ხნის პარტნიორია. საქართველოს პირველი არხის სპორტული რედაქციის თანამშრომელმა 90-იან წლებში დააფუძნა იმ დროისთვის ცნობილი კომპანია ვესტა. შემდეგ ინგლისში გადავიდა და ბიზნესისა და საფეხბურთო წრეებში სოლიდური კავშირები დაამყარა.



1999 წელს ჟორდანისთან ერთად სურგულაძემ წამოიწყო პროექტი და თბილისის დინამოს ინვესტორად საერთაშორისო კომპანიის შემოყვანა შესთავაზა. ეს კომპანია კი ლონდონის ფულჰემის მეპატრონეს, ეგვიპტელ მილიარდერ მოჰამედ ალ-ფაიედს ეკუთვნოდა და ამ ჯგუფში შედიოდნენ როტერდამის სპარტა და პრაღის სლავია.

 


პროექტის განხორციელება კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიწყო. სწორედ მაშინ ჩამოიყვანეს დინამოს მთავარ მწვრთნელად იოჰან ბოსკამპი, მაგრამ... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (დინამოს წილების 10%-ს ფლობდა) და კომპანია ბერმუხას (წილების 80%-ის მფლობელი) შორის წილების თაობაზე დაწყებული დაპირისპირების გამო მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

 

 

შეგახსენებთ, რომ აუსტრია ყველაზე ტიტულოვანი ავსტრიული კლუბია: ბუნდესლიგა 24-ჯერ, თასი - 27-ჯერ, ხოლო ქვეყნის სუპერთასი 6-ჯერ მოიგო. ვენის რაპიდთან ერთად, აუსტრია ის გუნდია, რომელიც პირველ ლიგაში არასოდეს დაქვეითებულა. გარდა ამისა, 1978 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა, ხოლო შემდეგ სეზონში - ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში.



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up