ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

access_time2021-03-30 11:40:00

ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები საერთაშორისო ბრენდ „კარფურს“ სასმართლოში უჩივიან. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ აცხადებს ჰიპერმარკეტების ქსელის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი უკვე შევიდა,სადაც საუბარია თანხების მითვისებაზე, რომელსაც კარფური კომპანიებს არ ურიცხავს და  ამას სხვადასხა პროგრამული  ხარვეზით ხსნის. ჭყონიას განმარტებით, „კარფურთან“ კომუნიკაციაც და დავები თვეობით ჭიანურდება, რაც მწარმოებლებს დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებს.   


„ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კუთვნილ თანხას დროულად არ გვირიცხავენ.კომპანიას როდესაც საბრუნავი კაპიტალი არ აქვს და თანხას რომელსაც ელოდება დროულად ვერ იღებს, ეს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საკითხი სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს.მათ თანხის ჩამოჭირს უფლება მიღება-ჩაბარების აქტის და დადასტურებული ანგარიშ ფაქტურის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ. ეს ძალაუფლება რითეილ სექტორის მხარესაა, რასაც „კარფური“ მავნედ იყენებს, შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიების 90% მსგავსი პრაქტიკა ჰქონია,“ - აღნიშნა ივა  ჭყონიამ


ივა ჭყონიამ განმარტა, რომ ეს პროცესი, როგორც კომპანიებს ასევე  მომხმარებლებს  მნიშვნელოვნად აზარალებს, მისივე თქმით, მწარმოებელი „კარფურის“ ქსელში შესვლას კონკრეტულ გადასახადს იხდიან, მათ შორის გადასახადი თითოეულ მაღაზიაზე ვრცელდება, მუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის პროდუქტი გაყიდა,  აწყობს თუ არა მწარმოებელს კონკრეტული მაღაზიის ლოკაცია და შეიტანა თუ არა პროდუქტი აღნიშნულ ლოკაციაზე.

 


„წარმოიდგინეთ როდესაც თქვენ გარკვეულ თანხას ელოდებით და თანხას ვერ იღებთ, დამატებითი რესურსისთვის მიდიხართ ბანკთან, რაც უფრო ძვირი გიჯდებათ. ეს ყველაფერი კი კომპანიებს პროდუქტზე ფასის გაზრდას აიძულებს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა და შესაბამისად მომხმარებელზეც უარყოფითად აისახება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მწარმოებლები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი სამწუხაროდ ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია არ დაზარალდნენ.რიგ შემთხვევაში კარფური  იმდენად  მზარდია, რომ სახიფათოც კი ხდება, ამიტომ ვფიქრობ რომ თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა, ბევრი მცირე  და საშუალო კომპანიისთვის უბრლოდ მომაკვდინებელი იქნება და ოპერირების საშუალება აღარ გვექნება.“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ.


რაც შეეხება მწარმოებლების კაბალურ პირობებში ჩაყენებას ჭყონია განმარტავს, რომ მწარმოებელს წლების განმავლობაში შეცვლილი გადასახადის გადახდა უწევს. როგორც „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ განმარტა,  რამდენიმე კომპანიამ სასამართლოს კარფურის წინააღმდეგ უკვე მიმართა, ასევე მიმდინარე კვირას სასამართლოში კიდევ სამი სარჩელი შევა. მისივე განცხადებით, ეს დომინოს პრიცნიპით მოხდება, რადგან „კარფურთან“ თანამშრომლობის პირობებში არაერთი კომპანია პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.


ცერცვაძის განმარტებით, საქმე აუცილებლად მორიგებით უნდა დასრულდეს, რადგან ეს ორი სექტორი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს და იმ შემთხვევაში თუ მარკეტს არ ექნება ის პროდუქცია რომელსაც დისტრიბუტორი მიაწვდის, ის ვერ შეძლებს  ფუნქციონირებას.


„ის რაც კარფურში ხდება, მე ამას მართვად ქაოსს დავარქმევდი, კომპანიაში ქაოსი შეგნებულად არის შექმნილი, შეგნებულად ხდება ისე, რომ როდესაც კომპანიაზე ხდება კონკრეტულ საკითხზე მითითება, შეხვედრის ორგანიზება ჭიანურდება ან გვამისამართებენ სათაო ოფისთან. პრობლემების მოგვარება და კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს, ასეთი რამ კი კარფურში წარმოუდგენელია, რადგან კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ძაღლადაც არ აგდებენ. ამ ყველაფერს სამართლებრივად მხარს უჭერს, ისიც რომ ხელშეკრულება არის გაუმართავი. ძალიან  ხშირად ინგლისური და ქართული  ტექსტები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ყოფილა  შემთხვევები როდესაც ინგლისური ნაწილი რომელსაც  უპირატესობა ენიჭება  გრამატიკულად  იმდენად გაუმართავია, რომ  შინაარსის  გამოტანა  შეუძლებელია. კარფური მას აძლევს ისეთ  განმარტებას, როგორც იმ კონკრეტულ შემთხვევაში აწყობს.“ -  აღნიშნა გიორგი ცერცვაძემ.


თეგები:
კარფური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up