ქართველი მომხმარებლისთვის უკრაინული კომპლექსი LAZNIA შეიქმნა

ქართველი მომხმარებლისთვის უკრაინული კომპლექსი LAZNIA შეიქმნა

access_time2018-09-11 10:10:00

პირველად საქართველოში უკრაინული კომპლექსი LAZNIA შეიქმნა, რომელიც სპას და რესტორანს აერთიანებს. როგორც კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ Bm.ge-ს განუცხადა, ამგვარი კონცეფცია საქართველოში პირველია და ის ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. კომპლექსი თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ნატახტარის მიმდებარედ ააშენეს და იქ უკრაინიდან მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალისტები მუშაობენ.

 

"კომპლექსში მოსულ სტუმარს უკრაინულ სამზარეულოსთან ერთად სპა პროცედირებს ვთავაზობთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშო ტარდება. კოტეჯები ხისაა, ღუმელიც კი ხის შეშაზე მუშაობს. გათვლას ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე ვაკეთებთ, რომელსაც დედაქალქიდან გასვლა და დასვენება სურს. იქ შესაბამისი გარემოა შექმნილი, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მოწყდეს ქალაქის ყოველდღიურობას. ამჟამად ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც ერთდროულად 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ კომპლექსის გაფართოებას ვგეგმავთ", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

 


კომპლექსის LAZNIA ოფიციალური პრეზენტაცია თვის ბოლოსაა დაგეგმილი.



bm.ge





მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
access_time2020-10-01 10:00:49
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა
access_time2020-10-01 12:00:17
„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას. ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, დედაქალაქში კორონავირუსის...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...


მსგავსი სიახლეები

up