ქართველი მინისტრის პორტრეტი: სად ცხოვრობს, რით ერთობა და რა ქონებას ფლობს

ქართველი მინისტრის პორტრეტი: სად ცხოვრობს, რით ერთობა და რა ქონებას ფლობს

access_time2019-02-26 20:30:22

  • 11 მინისტრიდან ერთის გამოკლებით ყველა ფლობს კერძო სახლს;


  • მინისტრების თითქმის ნახევარს ერთზე მეტი საცხოვრებელ სახლი აქვს;



  • მინისტრების მესამედი ფლობს ბინას ვაკეში და მათი სახლები ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის ან ფალიაშვილის ქუჩებზე მდებარეობს;



  • მხოლოდ ერთს ჰყავს 1-ზე მეტი მანქანა, 3-ს კი ავტომობილი საერთოდ არ ჰყავს;



  • 11-დან 3 მინისტრი შემოსავალს იღებს უძრავი ქონების გაქირავებით;



  • ყველა მინისტრს, შვილი ან შვილები კერძო სკოლებში დაჰყავს;



  • მინისტრთა უმეტესობას აქვს დანაზოგი, რომელიც 10 000 ლარზე მეტია.


მონაცემები ეყრდობა მინისტრების სხვადასხვა წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს, სადაც გარდა არსებული ქონებისა, საინტერესო დანახარჯებიც ჩანს.


აი მაგალითად:


  • იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2017 წელს 31 205,55 ლარი საზეიმო ცერემონიების ორგანიზებასა და სტუმრების მომსახურებაში დახარჯა, 7 826,5 ლარი კი ხეების შესყიდვაში, 24 033 ლარი აუზის მოწყობაში.



  • შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წელს 120 000 $ აჩუქა მამას, მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტისთვის კი 50 000 ლარი გამოყო. მისმა მეუღლემ 2018 წელს 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთი შეიძინა, რომელიც დეკლარირებული არ არის ქონებაში.



  • ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოჯახის წევრების სპორტულ აბონემენტებში 5890 ლარი გადაიხადა, შვილების სწავლის საფასურში კი თითქმის 30 000 ლარი.




  • ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბინის გაქირავებით გასულ წელს 112 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამ მინისტრმა გასულ წელს 2 მილიონზე მეტის აქციები შეიძინა. გიორგი ქობულია ფლობს ასევე მინისტრებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ მანქანას, 2012 წელს 123 453 ევროდ შეძენილ პორშე პანამერას.




  • განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხელ ბატიაშვილი ერთადერთია მინისტრებს შორის, რომლის ქონებრივ დეკლარაციებშიც ტანსაცმელში დახარჯულ ფულს ვხდებით. მინისტმა 2018 წელს 1224 ევროს და 2276 ლარის სამოსი შეიძინა.
    პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს თბილისში უძრავი ქონება არ გააჩნია. მის ქონებას შეადგენს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე 2016 წელს საჩუქრად მიღებული 355 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.




  • თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტრობის გარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელიცაა და წელიწადში ამ საქმიანობიდან 7200 ლარს იღებს.


ქონება საქართველოს საზღვრებს გარეთ



2018 და 2016 წლებში აქვს შეძენილი მოსკოვში ბინა, არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას.


2013 წელს შევსებული დეკლარაციით შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორი გახარია ფლობს ქონებას რუსეთში, მისი ცოლი კი 395 კვ.მ ფართს თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე. მშობლებს აქვთ ორი ბინა თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი ხორნაბუჯსა და წავკისში და ერთი ავტოფარეხი თბილისში. ამავე დეკლარაციის მიხედვით ის იყო პარტნიორი რუსეთის ფედერაციაში რეგისტირებული კომპანიისა LLS "Koxta", საიდანაც 2012 წელს 82000. დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ კომპანიიდან 136000.00 დოლარის შემოსავალი ჩანს 2015 წლის დეკლარაციაშიც.


საფრანგეთში, სტრასბურგში ფლობდა უძრავ ქონებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მისი კუთვნილი სახლი 2016 წელს 222 519 ევროდ გაყიდა. გაყიდვამდე ამ ბინის გაქირავებით მინისტრი წელიწადში 13 200 ევროს იღებდა.


გერმანიასა და ხორვატიაში ფლობს უძრავ ქონებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილიც. 2018 წლის დეკლარაციაში ჩანს 1959 წელს მისი ქმრის მემკვიდრეობით მიღებული 280 კვადრატული საცხოვრებელი სახლი, რომლის რესტავრაციაშიც ოჯახმა 220000 ევრო გადაიხადა. ციხელაშვილის ოჯახის ქონებას შეადგენს ასევე ერთი სახლი და ერთი ბინა ბერლინში, რომელთა საერთო ღირებულება 600 000 ევროს შეადგენს და 200 000 ევროს ღირებულების სახლი ხორვატიაში, რომლის 80%-იანი წილის მფლობელიც მინისტრის ქმარია. ოჯახი საქართველოში წყნეთში აუქციონის წესით ქირაობს სამთავრობო აგარაკს.


რადიო თავისუფლება






BAG: „არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში“

BAG: „არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში“
access_time2020-01-24 11:30:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,შრომითი დავები არბიტრაჟში“. შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთევან მესხიშვილი და ანა გოგიშვილი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) და პროფესიული წრეების წარმომადგენლები. დისკუსიის...

ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს

ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს
access_time2020-01-24 12:30:25
დავოსში გამართულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოტენციურ ინვესტორებთან საზღვაო პორტების მართვის უფლების გადაცემის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ხმა მივეცით მიწის რეფორმას, კონცესიას, მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში “დასავლელ ინვესტორს“ უკრაინული პორტების მართვის უფლება...

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...


მსგავსი სიახლეები

up