„ქართველი მეფუტკრე ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გასატანად მზად არ არის„

„ქართველი მეფუტკრე ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გასატანად მზად არ არის„

access_time2019-03-20 10:00:44

„ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ   ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  


არიან თუ არა ქართველი მეფუტკრეები მზად ევროპის ბაზარზე თაფლის გასატანად და რა არის საჭირო ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქტის რეალიზაციისთვის, ამის გარკვევას „კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებთან შეეცადა.


მეფუტკრეებისა და სპეციალისტების აზრით, ევროკავშირზე ქართული თაფლის გატანა რამდენიმე პრობლემასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის თაფლი, მისი ხარისხი და კონტროლის მექანიზმები, უმთავრესი კი თაფლის წარმოების დროს გამოყენებული ანტიბიოტიკებია, რომელიც ევროპაში აკრძალულია. ამ მიზეზების გამო სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული თაფლი უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარს ვერ იხილავს.


მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი გიორგი კეპაშვილი “კომერსანტთან“ საუბრისას ეჭვქვეშ აყენებს ქართული თაფლის მზადყოფნას საექსპორტოდ.  კეპაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემები მეფუტკრეთა არაკვალიფიციურობა და კონტროლის მექანიზმების არარსებობაა.


„თაფლი დიდი ხანია მზადაა საექსპორტოდ მისი ხარისხიდან გამომდინარე. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარების პრობლემა მას დაძლეული აქვს,  პესტიციდების ნარჩენების და ანტიბიოტიკების ნარჩენების გამოკვლევის მიზნით კვლავ იგზავნება პროდუქცია რიგაში, ლაბორატორია „ბიორში“. მაგრამ სხვა საკითხია თვითონ მეფუტკრე არის თუ არა მზად იმისთვის, რომ განახორციელოს ექსპორტი. მე ეჭვი მეპარება ამაში, ის ვერ გააგზავნის საექსპორტოდ თაფლს, მას აკლია ინტელექტუალური ცოდნა, ტექნიკური მხარე, მას არ აქვს მატერიალური სახსრები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველაფერს - გადამუშავებას დაფასოებას და ასე შემდეგ. იმ ადამიანს ვისაც აქვს პრეტენზია განახორციელოს ექსპორტი, უნდა ჰქონდეს კონტროლის მექანიზმი, რომელიც არ მეგულება არსად საქართველოში. მეფუტკრე ვერ იზამს ამ ყველაფერს,“  აღნიშნავს გიორგი კეპაშვილი.


მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა აღნიშნულ საკითხს შედარებით პოზიტიურად უყურებს და მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული პრობლემებისა, იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობისა და მეფუტკრეების ერთობლივი მუშაობით, ქართული თაფლი ექსპორტზე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გავა.



„თაფლის რაოდენობასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს , ბოლო მონაცემებით 2000 ტონამდე თაფლია წარმოებული , მეფუტკრეები ვმუშაობთ ანტიბიოტიკების თემასთან დაკავშირებით - საქართველოში დაახლოებით 26 პროცენტი იყენებდა ამ ანტიბიოტიკს . ყველა ბერკეტს ვიყენებთ ამ პრობლემის ბოლომდე აღმოსაფხვრელად . თუ სახელმწიფო ჩაერთვება ნორმალურად მეფუტკრეებთან ერთად, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება,“ -აცხადებს ალეკო პაპავა.


საქსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სახით გასულ წელს მხოლოდ 108 დოლარის ღირებულების 134 კილოგრამი თაფლი გავიდა, 2017 წელს კი ევროკავშირში თაფლის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა.



2000 წლიდან დღემდე, ევროპის ბაზარზე თაფლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა. ამ წელს ქვეყნიდან 61 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თითქმის 9 ტონა თაფლი იქნა ექსპორტირებული. 


რაც შეეხება თაფლის ჯამურ ექსპორტს 2018 წელს, მან 21 ტონა შეადგინა , რაც 70 ათასი დოლარის ღირებულების იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გასული წელი, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. გასულ წელს ექსპორტირებული თაფლის მოცულობა 2017 წლის მაჩვენებელს 10-ჯერ, 2016 წლის მაჩვენებელს-6-ჯერ, 2015 წლის მაჩვენებელს-2,5-ჯერ, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აჭარბებდა. 


ქართული თაფლის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი გასულ წელს აზერბაიჯანი იყო, სადაც 18 ტონამდე პროდუქტი იქნა რეალიზებული, რაც მთელი ექსპორტის 84%-ი იყო, მეორე ადგილზე იყო ირანი 1,4 ტონით, ხოლო მესამეზე ჰონ-კონგი-1 ტონით. 


თაფლი მცირე ოდენობით გავიდა ასევე საუდის არაბეთში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და ბაჰრეინში.


მარიამ მორგოშია





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up