ქართველი იურისტის გზა კონდიტერობამდე – Lumeir’s Chimney Cake-ის შექმნის ისტორია

ქართველი იურისტის გზა კონდიტერობამდე – Lumeir’s Chimney Cake-ის შექმნის ისტორია

access_time2017-12-23 15:00:49

ხუთი თვის წინ, იურისტმა ემილ კურბანოვმა გადაწტყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო და საქართველოში ჩეხური ტკბილეულის ნაირსახეობა – ბუხრის ნამცხვარი, ე.წ. „ტრდელნიკი” შემოეტანა. კომპანია Lumeir’s Chimney Cake-ის საქმიანობაში ემილის მთელი ოჯახი ჩაერთო. შარდენის კონკაში განთავსებული ობიექტისთვის საჭირო ცომს ყოველ დილით, ემილის ბებია ამზადებს, ბიზნესის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული მისი მამაც. ნამცხვარი მომხმარებლის თვალწინ, სასურველი ინგრედიენტების მირევით ცხვება. ხუთთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, კომპანიამ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის „სამეწარმეო გამოფენასა“ და Startup Market-ზე. როგორია ემილის გზა იურისტობიდან კონდიტერობამდე, რა ტექნოლოგიით ცხვება ბუხრის ნამცხვარი და რა მიმართულებით იგეგმება კომპანიის განვითარება – ამ საკითხებზე მარკეტერი ემილ კურბანოვს ესაუბრა:


M: როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩეხური ტკბილეულის შემოტანა?


გაცვლითი პროგრამით, დაახლოებით 3 წლის წინ, ვიყავი ჩეხეთში. მახსოვს, 22 იანვარი იყო, -10 გრადუსი ყინვა, თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი მაინც იდგა რიგში, მაინტერესებდა რას ელოდნენ ასე. მეც დავდექი და დაახლოებით, 40 წუთში გავსინჯე ნამცხვარი. ძალიან მომეწონა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა თბილისში. ამდენი ხნის მანძილზე, სწავლის, სამსახურის და გადატვირთული გრაფიკის პირობებში, ვერ მოვაბი თავი იდეის განხორციელებას, თუმცა, სულ მახსოვდა და ვერ ვიყავი კომფორტულად, რადგან ვგრძნობდი, რომ მქონდა გეგმა, რომელიც ვერ შევასრულე. ამიტომ, გადავწყვიტე დამეწყო.




M: პროფესიონალური გამოცდილება კულინარიასა თუ კონდიტერიაში არ გქონიათ. როგორ მიიღეთ ბუხრის ნამცხვრის ის გემო, რომელიც დღეისათვის აქვს?



მამაჩემს უყვარს კულინარია, ამ მიმართულებით ის უფრო კარგად ამზადებს, ვიდრე დედა. იუთუბზე დევს ბევრი რეცეპტი, მე და მამამ ყველა ვცადეთ, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა იმ გემოს მიღება, რაც ჩეხეთში გავსინჯე. 6 თვე ვაკეთებდით სახლში, ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურიდან რომ მოვდიოდი, ვაცხობდით ხოლმე. საბოლოოდ, მივიღეთ ზუსტად ის გემო, რაც ჩეხეთშია და დავამატეთ ჩვენი ინგრედიენტები.




M: რატომ უწოდებთ პროდუქტს ბუხრის ნამცხვარს და როგორია მისი მომზადების ტექნოლოგია?



ჩვენი პროდუქტი მომხმარებლის თვალწინ მზადდება და მას ადგილზე შეუძლია აარჩიოს ინგრედიენტები, მაგალითად: დარიჩინი, ქოქოსი, ვანილი, ნუთელა, მიწის თხილი, ნუში, ნიგოზი და ა.შ. ღირს 4 ლარი, ინგრედიენტებით კი დაახლოებით, 1 ლარი ემატება. ბუხრის ნამცხვარი იმიტომ ქვია, რომ, როდესაც სპეციალური შამფურიდან ვარდება, ორთქლი და სურნელი ამოდის სპირალური ფორმიდან, შეიძლება იფიქრო, რომ ცეცხლი ანთია შიგნით.



M: რა არხებს იყენებთ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის?


 მთავარი საკომუნიკაციო არხი არის ფეისბუკი, მცირე თანხა როგორც კი ჩაგვივარდება ხელში, ვბუსთავთ ჩვენს პუბლიკაციებს და ასევე, ვმომნაწილეობთ ივენთებში. მაგალითად, „სტარტაპ მარკეტი“, „სამეწარმეო გამოფენა“. ახლახან, „საქართველოს ბანკი“ დაგვიკავშირდა და ახალ აღმაშენებელზე, Secret Santa-ს „ქრისმას მარკეტის“ ივენთზე ვიქნებით წარმოდგენილი. 23-24-დეკემბერს კი ფაბრიკაში, ასევე, „ქრისმას მარკეტზე“.





M: როგორი იყო ქართული ბაზრისთვის უცნობი პროდუქტის შემოტანასთან დაკავშირებული სიძნელეები და რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?


ძალიან უცხოა ეს პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის, შარდენზეც იმიტომ გავხსენით, რომ ტურისტულად აქტიური ადგილია და მათ იციან ამ ნამცხვრის გემო. ტურისტები იყვნენ ჩვენი პირველი მომხმარებლები, პირველი კაპიტალი სწორედ ამ გაყიდვებიდან მივიღეთ და გამოვიყენეთ მარკეტინგული მიზნებისთვის. ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ ქართველ მომხმარებელს გავაცნოთ პროდუქტი, ვთავაზობთ გასინჯონ და ყველას ვინც სინჯავს, ძალიან მოსწონს. სამომავლოდ, გვინდა სხვა ლოკაციებზეც იყოს ჩვენი ობიექტები, ბევრს ვმუშაობთ ამისათვის და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში გამოგვივა.



www.marketer.ge




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up