ქართველი ინტერიერის დიზაინერები პლატფორმაზე -  Livo.ge

ქართველი ინტერიერის დიზაინერები პლატფორმაზე - Livo.ge

access_time2021-05-17 09:45:00

უძრავი ქონების პლატფორმა ლივომ, პირველად საქართველოში, შექმნა ახალი უნიკალური შესაძლებლობა და ერთ სივრცეში გააერთიანა ინტერიერის დიზაინერები.


დღეიდან, ინტერიერის დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი რეიტინგებისა და შეფასებების ნახვა და შემდეგ მათთან  დაკავშირება interior.livo.ge - ზეა შესაძლებელი.




ინტერიერის დიზაინერების მარკეტფლეისის შექმნა უძრავი ქონების ეკოსისტემის ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, მომხმარებლის დროის დაზოგვა და დიზაინერთან დაკავშირების პროცესის გამარტივებაა, მეორე მხრივ, კი - ქართველი ინტერიერის დიზაინერებისთვის მომხმარებელთან დამატებითი კომუნიკაციის საშუალება და მათი საქმიანობის  პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.


ინტერიერის დიზაინერის შერჩევის პროცესის გამარტივებისთვის, მომხმარებელს შევთავაზეთ ორი გზა:





პირველი გზა იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა შეარჩიოს დიზაინერი ფასის, გამოცდილებისა და კრეატიული ხედვის გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებაში მას გამჭვირვალე შეფასებებისა და რეიტინგების სისტემა დაეხმარება.


შერჩევის მეორე გზა კი შესაძლებელია უფრო მომხიბვლელი იყოს მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის, რადგან იძლევა საშაუალებას მომხარებელმა დიზაინერი შეარჩიოს ნამუშევრების მიხედვით, რომელიც 5 მიმართულებად არის დაჯგუფებული:


  • თანამედროვე - ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩევა მინიმალიზმით.

  • ძველებური - ნამუშევრები, სადაც გამოყენებულია ისტორიული/კლასიკური ელემენტები;

  • შერეული  -  სტილი, სადაც შერწყმულია რამდენიმე დიზაინის მიმართულება;

  • ინტერიერის დეტალები - კონკრეტული დეტალები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ გარემოს ქმნის ინტერიერში;

  • საზოგადოებრივი სივრცეები - მაღაზიების, სალონების, კაფეების და სხვა თავშეყრის ადგილების დიზაინები.




შერჩევის შემდეგ, დიზაინერთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი მარტივად დატოვებს პლატფორმაზე მოთხოვნას და დიზაინერი უმოკლეს ვადაში დაუკავშირდება მას.


პლატფორმაზე interior.livo.ge უკვე შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულების 20 - მდე ინტერიერის დიზაინერის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან დაკავშირება. დიზაინერების მხრიდან ლივოსთან თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.


ლივო ერთ  წელზე მეტია ბაზარზე გამოჩნდა, როგორც უძრავი ქონების #1 ეკოსისტემა. ლივოს მიზანი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის ინოვაციური სერვისების შექმნაა. პალტფორმა მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს  არაერთ საინტერესო და ინოვაციურ სიახლეებს შესთავაზებს.

 

®



თეგები:
Livo.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up