თებერვლიდან ქართველი  სპეციალისტი მარიამ კვანტალიანი  Amazon-ის გუნდს შეუერთდება

თებერვლიდან ქართველი სპეციალისტი მარიამ კვანტალიანი Amazon-ის გუნდს შეუერთდება

access_time2020-01-29 12:05:12

ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი მარიამ კვანტალიანი 2020 წლის თებერვლიდან უმსხვილესი ინტერნეტ-კომპანია Amazon-ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდება. მარიამი სიეტლში, კომპანიის სათავო ოფისში, WorldWide Operations-ის დეპარტამენტში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე იმუშავებს. ის ამერიკაში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის პროგრამით მოხვდა. რა გზა გაიარა ქართველმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა საქართველოდან ამერიკამდე და რა გეგმები აქვს მომავალში, ამის შესახებ მარიამ კვანტალიანი„კომერსანტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

-ამერიკაში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის პროგრამით მოხვდით, რა გზა გაიარეთ საქართველოდან ამერიკამდე?

 

-საქართველოდან ამერიკამდე საკმაოდ გრძელი და შრომატევადი გზა გავიარე. საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე ფიქრი 2012 წლიდან დავიწყე, როდესაც ჩემი დის გამოსაშვებ ცერემონიას დავესწარი ოქსფორდის უნივერსიტეტში.


საბაკალავრო პროგრამა ბიზნეს ადმინისტრირებისა და ფინანსების მიმართულებით დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა დელოიტში ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე. ვინაიდან ბიზნესის სფეროში MBA პროგრამაზე დაფინანსების მიღება საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული,  ამერიკა საკმაოდ შორეულ ოცნებად მეჩვენებოდა. ფულბრაიტის პროგრამის შესახებ პირველად 2016 წელს გავიგე და გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად საქართველოს ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით ერთი კანდიდატი სრულად ფინანსდებოდა MBA –ს მიმართულებით,   გადავწყვიტე  2017 წელს აუცილებლად  მეცადა ბედი.


ამ პროგრამაზე ძალიან ბევრი ძლიერი კანდიდატი იყო MBA-სმიმართულებით და მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი, შესაბამისად არ მიფიქრია, რომ დიდი შანსები მქონდა. თუმცა გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად ჩამედო ჩემი რესურსი და ძალისხმევა. შესარჩევი პროცესი თითქმის 1 წელი გრძელდებოდა, რომელიც საკმაოდ სტრესული და შრომატევადი იყო. ის მოიცავდა  ვრცელი აპლიკაციის შევსებას, ფულბრაიტის კომისიასთან ინტერვიუს, საკვალიფიკაციო გამოცდებსა და უნივერსიტეტებთან ინტერვიუებს. ეს პერიოდი მთლიანად ფულბრაიტზე ვიყავი ორიენტირებული და ვეცადე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.ამ ყველაფერში რწმენა ძალიან დამეხმარა. საბოლოოდ, 2017 წლის აპრილში გავიგე რომ პროგრამის გამარჯვებული გავხდი და აგვისტოში უკვე წამოვედი ამერიკაში სწავლის დასაწყებად.

 

-როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის SyracuseUniversity-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა და რაში დაგეხმარათ ეს უნივერსიტეტი?

 

-სირაკუსის უნივერსიტეტში გატარებული ორი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი იყო.  უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც  უნივერსიტეტის სასწავლო პროცესითა და პროფესორებით, ასევე სკოლაში არსებული მზრუნველი გარემოთი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული მხარდაჭერა მქონდა ბიზნესის სკოლის რექტორის, პროფესორებისა და მენტორისგან, რომლებთანაც დღემდე მაქვს მიმოწერა.  MBA პროგრამა ორი კონცენტრაციით, ფინანსებითა და ბიზნეს ანალიტიკით, დავამთავრე.  ეს ზუსტად ის კომბინაციაა, რომელსაც ჩემს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში ვიყენებ.  



მაგისტრატურის ორი წელი სავსე იყო ბევრი საინტერესო გამოწვევით, შესაძლებლობითა და ცხოვრებისეული გაკვეთილით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მქონდა საშუალება გამეცნო საინტერესო ადამიანები მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან და  მიხარია, რომ ბევრი მეგობარი და მნიშვნელოვანი კონტაქტი შევიძინე. ჩემი, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიანტის ერთერთი მიზანია კარგად გავაცნო საქართველო აქაურ საზოგადოებას, რასაც მუდმივად ვცდილობ.სწავლასთან ერთად, სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩავერთე. სწავლის პარარელურად ორი სტუდენტური კლუბის ბორდის წევრი, ასევე ე.წ „Teaching Assistant”  და ბოლო სემესტრში „Research Assistant“-იცვიყავი.


უნივერსიტეტში დაგროვილმა გამოცდილებამ და შეძენილმა უნარებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს როგორც კარიერულ ისე პიროვნულ განვითარებაში.  რომ არა საქართველოს ბანკი და ფულბრაიტის პროგრამა, ეს შესაძლებლობა ნამვდილად არ მექნებოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ.

 

-თებერვლიდან Amazon-ის გუნდს შეუერთდებით. თქვენ სიეტლში, ამაზონის სათავო ოფისში, WorldWideOperations დეპარტამენტში, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყებთ მუშაობას. უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, როგორ მოხვდით Amazon-ში?

 

-ჩემი და Amazon-ის დაკავშირება მოულოდნელად და არასტანდარტულად მოხდა.  მაგისტრატურის ბოლო სემესტრში აქტიურად ვეძებდი სრულგანაკვეთიან სამსახურს, თუმცაპროცესი  ძალიან რთული იყო  და ბევრი უარი მივიღე კომპანიებისგან. საბედნიეროდ, დედლაინამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მომივიდა შემოთავაზება ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე კომპანიაშიSuperior Plus Enegry Services, რომელშიცგასულიწლისზაფხულიდანვმუშაობ.  კომპანიის გარემოთი კმაყოფილი ვიყავი და სამსახურის შეცვლაზე არ მიფიქრია. რამდენიმე თვის შემდეგ, მოულოდნელად, LinkedIn-ზე ამაზონის რეკრუტერი დამიკავშირდა და დამინიშნა ინტერვიუ ფინანსურ მენეჯერთან. რეკრუტერების მიერ კანდიდატების მოძიების ეს პრაქტიკა - ე.წ Headhunting ამერიკაში საკმაოდ გავრცელებულია. ინტერვიუსთვის შეძლებისდაგვარად მოვემზადე, თუმცა აღმოჩნდა რომ საკმარისი არ იყო და უარი მალევე მივიღე. ამ უარმა დიდი მოტივაცია მომცა არ დავნებებულიყავი და გავაგზავნე აპლიკაციები ამაზონის სხვა პოზიციებზე. საბედნიეროდ, ოქტომბერში ამაზონის Worldwide Operation-ის გუნდიდან დამიკავშირდნენ. მქონდა ორი სატელეფონო ინტერვიუ, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგაც მიმიწვიეს ამაზონის სათაო ოფისშიOn-site Interview-ზე.  ეს ბოლო ეტაპი საკმაოდ ინტენსიური იყო, რომელიც ხუთ გასაუბრებას მოიცავდა. 


ზოგადად, ამაზონის ინტერვიუ განსხვავებულია იმითაც, რომ ამოწმებენ კანდიდატები რამდენად აკმაყოფილებენ ამაზონის  ლიდერობის 14 ძირითად  პრინციპს. შესაბამისად, აუცილებელია პასუხები ასახავდეს რეალურ ბიზნეს ქეისებს პირადი გამოცდილებიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაუბრებისთვის მზადების პროცესში ძალიან დამეხმარნენ ამაზონის ქართველი თანამშრომლები.


ამ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მალევე მივიღე შემოთავაზება ამაზონისგან  Outbound Network -ის გუნდში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. ჩემი მოვალეობა იქნება განვავითარო მექანიზმები და ფინანსური მოდელები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებისთვის ეფექტური ფინანსური ანალიზის საშუალებას მოგვცემს და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება მენეჯერებს.


-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და რა კუთხით ფიქრობთ საქმიანობის გაგრძელებას?

 

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს, გამომდინარე იქიდან რომ კონკრეტული სამომავლო გეგმა არ მაქვს. ყოველთვის ვცდილობ ჩემს წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები მაქსიმალურად გამოვიყენო და დიდწილად ეს განსაზღვრავს ჩემს კარიერულ გზას, რომელიც ხშირად მოულოდნელობებითაა სავსე.  დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამაზონში ძალიან საინტერესოდ დატვირთული სამუშაო პროცესი მექნება და ბევრ მნიშვნელოვან ახალ უნარს შევიძენ.


ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა, მინდა ჩემი დაბრუნება ისე მოხდეს, რომ ჩემი დაგროვილი გამოცდილების მაქსიმალური რეალიზება მოვახდინო და მქონდეს შესაძლებლობა რეალური შედეგები დავდო. დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება ჩემთვის საინტერესო გამოწვევა საქართველოში. ასევე, სამომავლოდ ჩემს ძირითად საქმიანობასთან ერთად ლექტორობას მოვიაზრებ. დიდი სურვილი მაქვს  ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო და  განათლების სფეროში აქტიურად ჩავერთო.

 

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომანიისთვის განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბანკის არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up