ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ მეურნეობას ყიდის, რომლის საინვესტიციო ღირებულება 2.5 მლნ-ია

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ მეურნეობას ყიდის, რომლის საინვესტიციო ღირებულება 2.5 მლნ-ია

access_time2019-07-23 15:22:39

ქართველი ფერმერი ქალი საკუთარ მეურნეობას ყიდის.


საუბარია, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეზე, რომელიც ახალციხეში, ახალციხის რაიონ სოფელი წნისში სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებს ფლობდა.


როგორც ზამბახიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ის საკუთარ მეურნეობას სრულად ყიდის. რაც შეეხება ღირებულებას, ზამბახიძე აღნიშნავს, რომ ქონების შეფასებას აუდიტი აკეთებს და შემდეგ უკვე მოლაპარაკების საკითხი იქნება, თუმცა, მისივე თქმით, საწესდებო კაპიტალი 2.5 მლნ-ია.


სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი, ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ ფერმერთა ასოციაციაში გააგრძელებს საქმიანობას და არც იმას გამორიცხავს, რომ სოფლის მეურნეობის სხვა პროექტი დაიწყოს, აგროტურიზმის მიმართულებით.



შეგახსენებთ, რომ ზამბახიძემ ფერმერული მეურნეობის გაყიდვის შესახებ 2019 წლის იანვარში განაცხადა. როგორც ზამბახიძე აცხადებდა, ამის მიზეზი სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ბიუროკრატია და ხარვეზები იყო.


„8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში.. ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს - რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად, დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი,“-აცხადებდა მაშინ ზამბახიძე.





BPN






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up