ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ

ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ

access_time2021-01-21 14:00:39

ქართველი მეთხილეების ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონზე ქვეყანაში ნიგოზზე უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა.

 

მათი აზრით, ეს არაბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს რამდენიმე რეგიონში ყინვების გამო ამ პროდუქტის მოსავლის ნაწილი განადგურდა, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ფასების არა ვარდნა, არამედ ზრდა.

 

თუმცა, როგორც ჩანს,  მათი მოლოდინები არ გამართლდა - ფასები ნიგოზზე საქართველოში წინა სეზონთან შედარებით 14%-ით შემცირებულია.

 

ქართველი ფერმერებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, რომ პირიქით, დღეს ქვეყანაში ნიგვზის ფასის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

 

„ნიგოზზე ფასების ვარდნისთვის საქართველოში საკმაოდ სერიოზული მიზეზებია - პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მათ შორის ბაზრის ეს სეგმენტი, საერთშორისო ეკონომიკაში საკმაოდ კარგადაა ინტეგრირებული.  გლობალურ ბაზარზე კი სადღეისოდ ნიგოზზე ძალიან დაბალი ფასებია - პირველ რიგში კალიფორნიაში დიდი მოსავლის და შტატებში მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის ფონზე“ - თვლის სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანრდეი ერმაკი.

 

ნიგვზის გარდა, საერთაშორისო ბაზარზე ნუშიც გაიაფდა.

 

ფასების ვარდნას ხელს ასევე საქართველოში მოთხოვნის შემცირება უწყობს - ამის მიზეზებია რესტორნების დახურვა და ტურისტული სეზონის სრული ჩავარდნა. ასე იყო 2020 წელს, და 2021-შიც იგივე გრძელდება  - საერთაშორისო ტურიზმისთვის საქართველო კვლავაც დაკეტილი რჩება.


 ეს კი მაშინ, როდესაც ნიგოზზე ძირითადი მოთხოვნა სწორედ სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესზე მოდიოდა - ქართულ ტრადიციულ სამზარეულოშია ძალიან ბევრია ნიგვზის შემცველი პოპულარული კერძი.

 

ამ დროისთვის უკრაინიდან იმპორტირებული ნიგზი 1 კილო 20-21 ლარი ღირს, ადგილობრივი - 22-24.

 

საქართველოში ნიგვზის მოსავლის ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ის წინა სეზონზე დაბალი იქნება.  2019 წელს ამ მაჩვენებელმა 6600 ტონა შეადგინა, რაც 100% მეტი იყო, ვიდრე 2016 წელს.

 

2020 წელს ასევე ნიგვზის იმპორტის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა  - 4,1 მლნ. დოლარიდან 1,1 მლნ.-მდე.

 

2020 წელს საქართველოში ნიგოზის მთავარი მიმწოდებელი უკრაინა იყო, რომელზეც იმპორტის 82% მოდიოდა.  იმპორტული ნიგოზის 10% უზბეკეთიდან, ხოლო 7%  ყირგიზეთიდან შემოვიდა.

 

სამივე ქვეყანაში ნიგვზის შესასყიდი ფასი 4 დოლარი იყო.

 

უკრაინიდან ამ პროდუქტის იმპორტი 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ შემცირდა.

 

პარალელურად საქართველოდან ნიგვზის ექსპორტიც გაიზრდა. მატებამ 2014-2018 წლებთან შედარებით 400% შეადგინა, თუმცა 2019 წელთან 25%-ით ვარდნა დაფიქსირდა.

 

2020 წელს ექსპორტზე 1 მლნ. დოლარის ნიგოზი გავიდა. ქართული ნიგოზის მთავარი იმპორტიორები სომხეთი (66%) და ემირატებია (31%).


EASFRUIT.COM


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up