ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ

ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ

person access_time2016-03-22 19:00:27

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წამლების ჭარბად მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან პრაქტიკულად ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის წამლების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალით. 

 

სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანების არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა დარტყმას აყენებს ზოგადად ექიმების იმიჯსაც, რადგან მათ არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ.  ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე. ამის სავალალო შედეგები კი უკვე სახეზეა.

 

ფარმაცევტული კომპანიების კარნახითა და მოტივირებით ხშირ შემთხვევაში ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა.

 

ეს პრაქტიკა ახლა პაციენტებისა და სადაზღვევო კომპანიების ბიუჯეტს აზარალებს, იმ შემთხვევაში კი, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტიც ჩაერთვება, სერიოზულ ზარალს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. 

 

სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში ექიმებს უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და მედიკამენტის კლინიკურ კვლევებზე ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ ხშირად ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არის წამლის რეალიზაციით დაინტერესებული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც არცთუ იშვიათად მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ ექიმებს ფინანსურ დაინტერესებას სთავაზობს.

 

ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს  "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება,"  რომელმაც ამ საკითხზე კვლევა  ჩაატარა და მისი მოგვარების რეკომენდაციებიც დადო.

 


ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმმა პაციენტს დღეში მისაღებად 13 აბი და დამატებით მალამო გამოუწერა. ხშირია 7–დან 11–მდე მედიკამენტის დანიშვნის ფაქტებიც, მეტიც: ზოგჯერ ექიმს პაციენტისთვის ერთი და იგივე ჯგუფის რამდენიმე მედიკამენტიც კი დაუნიშნავს. კიდევ ერთი პარადოქსია, რომ საქართველოში არაერთი ჯენერიკი ორიგინალ წამალზე ძვირი ღირს.


კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ როდესაც ნიშნავენ ანალოგს, მიაქციონ ყურადღება ფასს, რადგან, როგორც არჩილ მორჩილაძე ამბობს, ქართული ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ანალოგი ორიგინალზე ძვირი ღირს.

 

მორჩილაძე ამბობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრა, რის შემდეგაც ისინი მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ. 


„ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ პროტოკოლით, რა შემთხვევების დროს რა მედიკამენტით უნდა მოხდეს მკურნალობა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა თუ განხორციელდება, უწყვეტი სამედიცინო განათლება უზრუნველყოფილი იქნება, პირველ რიგში მათი კომპეტენცია ამაღლდება და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება, შესაბამისად ინტერესის ჩადება აშკარა გახდება და წამლის გამოწერის პროცესში ეს ფაქტორი ვეღარ ჩაიდება,“– აცხადებს მორჩილაძე.

 

მისი თქმით, ეს თავად ექიმებსაც მეტად დაცულს გახდის. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებაც ყურადღებით მოეკიდოს ამ თემას. 


რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მორიგ სხდომაზე იქნა მიღებული, ისინი ასე გამოიყურება:


- ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

 

- არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს , პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში(ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე) ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი აღემატება ორიგინალის ფასს. 

 

- მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.

 

- მოხდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.

 



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up