ქართველი დიზაინერები იპყრობენ  PITTI UOMO-ს

ქართველი დიზაინერები იპყრობენ PITTI UOMO-ს

access_time2018-06-11 20:00:20

 

 „თუ თქვენ რამე გსმენიათ  საქართველოს შესახებ, ალბათ იცით ის, რომ ტიპი, რომელმაც შექმნა ეს ამაზრზენი სპორტული ფეხსაცმელი - იქაურია“ - წერს ამერიკულ ჟურნალ  GQ-ს  კორესპონდენტი ლიზ რიასი, და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში ეს ცონდა მცდარია.

 

„Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიას წარმატება არაა ერთად-ერთი, რითიც ამაყობენ ამ საქართველოში,“  - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

ამ სეზონში საქართველო გახდა პროექტ Guest Nation-ის მონაწილე მოდის საერთაშორისო გამოფენაზე   Pitti Uomo-ზე  - უკვე 1 კვირაში მოდის სამყარის ერთ-ერთი უმთავრესი ფორუმის სტუმრები დაინახავენ რა შეუძლია 6 პერსპექტიულ დიზაინერს სამხრეთ კავკასიიდან.

 

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

 

აუცილებლად უნდა ითქვას პროექტ Guest Nation-ის მნიშვნელობაზე - ის აძლევს  მოდის მოყვარულებს  და ბაიერებს სხვა ქვეყნების ტენდენციების გაცნობის და ახალი ბრენდების აღმოჩენის შესაძლებლობას, ხოლო დიზაინერებს - ახალი შეკვეთების მიღების საშუალებას.

 

 სხვადასხვა წლებში ამ პროექტის ფარგლებში Pitti Uomo-ს სტუმრობდნენ აფრიკის ქვეყნები -  ავსტრალია,  ფინეთი, დანია  და უკრაინა.

 

2014 წელს რუსეთიც გამოცხადდა Guest Nation-ის მონაწილედ, თუმცა განოფენამდე რამდენიმე კვირით ადრე ღონისძიების ოგრანიზატორებმა მიიღეს შეტყობინება, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო,  რუსეთის ვაჭრობის სამინისტრომ რუსი დიზაინერების სტენდი ვეღარ დააფინასა. შესაბასად, რუსეთმა ვერ მიიღო მონაწილეობა Pitti Uomo-ში.

 

რუსეთისგან განდხვავებით,  საქართველოში სახელმწიფო ყველანაირად უჭერს მხარს დიზაინერებს.

 

ვინ არის დღეს მთავარო ადამიანი ქართულ მოდაში?

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი სოფო ჭყონია.


 

მან ასევე დააარსა საქართველოშო კონკურსი BeNext ახალგაზრდა და პერსპექტიული დიზაინერებისთვის, რომლის ჟიურის წევრები არიან ცნობილი კრიტიკოსები და საუკეთესო დიზაინერული სკოლების წარმომადგენლები.

 

ადრე ქართველი სტუდენტები იმარჯვებდნენ  მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებთან. თუმცა ბოლო წლებში  სოფოს წყალობით, საქართველო აღიარებულია მთელს მსოფლიოში,  როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქვეყანა, რომელშიც, სამწუხაროდ, მოდის ინდუსტრია არაა განვითარებული სათანადო დონეზე.

 

ამას აღიარებს თავად სოფო ჭყონია.

 

„მოდის დაფინანსება საქართველოში ჯერ საწყის სტადიაშია, დიზაინერები თავად ეძებენ დაფინანსებას, ამყარებენ ურთიერთობებს პრესასთან, ცდილობენ მარკეტინგში გარკვევას, და ა.შ.“  - განაცხადა მან.

 

ამიტომაცაა  Pitti Uomo-ში მონაწილეობა ამდენად მნიშვნელოვანი ქართველი დიზაინერებისვის.

 გამოფენის მენეჯმენტმა უფასოდ გამოუყო ქართულ მხარეს პავილიონი, ხოლო მისი მოწყობა თავის თავზე საქართველოს ეკონომიკის სამინისრტომ აიღო.

 

თუმცა,  ქართული მოდის სამყაროს დახვდა ერთი სერიოზული პრობლემა,  ის მეტ-ნაკლებად ცობილია მსოფლიოში მხოლოდ  ქალების კოლექციებით.

 

ჟურნალისტები იცნობენ Mugler-ის ყოფილ კრეატიულ დირექტორს დავიდ კომას, გაუგიათ გიორგი ქებურიას ვიწრო სათვალეების შესახემ,  ხოლო  Pitti Uomo-ს მონაწილე ერთ-ერთი ქართული ბრენდის Situationist-ის ტყავის ლაბადა აცვია ბელა ჰადიდს.

 

ქეთევან მაისაია, რომელიც მუშაობდა Hermès და Maison Martin-ში, ხოლო ამჟამად ქმნის კაცების აქსესურებს Loewe-ში, კაცებისთვის  აკეთებს ლოფერებს ელვა-საკრავით, თუმცა ეს მაინც იშვიათი პროდუქტია.

 

„საქართველო რჩება ამოუცნობ წერტილად მოდის რუკაზე. ბაირები და ჟურნალისტები ლაპარაკობენ მხოლოდ დემნაზე. თუმცა, მისი დიდი პატივიცსემის მიუხედავათ, ვთვლი, რომ ჩვენ კიდევ ბერვი რამ გვაქვს საჩვენებელი,“ - ამბობს სოფო ჭყონია.

 

თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, „დემნას ეფექტის“ უარყოფა შეუძლებელია - სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გაიზარდა ინტერესი ქართული მოდისადმი.

 

ამჟამად კი მწვავედ დგას კითხცა - შეძლებს კი მამაკაცების ქართულ მოდა საერთოშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებას? ჭყონიას აქვს დიდი გეგმები.

 

 «Pitti Uomo – ეს არის შანსი ვაჩვენით მსოფლიოს, რომ საქართლოში არის ბერვი ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც მუშაობს მამაკაცების მოდაში. ჩვენ გვინდა ჩავატაროთ თბილისში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -მამაკაცების მოდების კვირეული. დღეს მე ვხედავ დიზაინერებს, რომლებმაც  უარი თქვეს ქალებისთვის კოლექციების კეთებაზე  და გადავიდნენ მამაკაცების მოდაზე,“   - ამბობს სოფო ჭყონია.

 

Pitti Uomo-ზე იქნება 6 ქართელი დიზაინერი - Anuka Keburia, Gola Damian, Tatuna Nikolaishvili, Vaska, Aznauri და Situationist.

 

ძნელი სათქმელია, რამდენად მოხიბლავს კრიტიკოსებს და ბაირებს ქართული მოდა, თუმცა შანსები არსებობს  - არაა გამორიცხული, რომ Pitti Uomo იქნება ქართველი დიზაინერებისთვის საერთაშორისო ექსპანიისკენ გადაგდული კიდევ ერთი  ნაბიჯი.

 

„როგორც ქართველი, მე ვამაყობ, რომელ ჩვენები დაპატიჟეს Pitti Uomo-ზე. თუმცა ქართული მოდის ინდუსტრია არ შემოიფარგლებ მხოლოდ ამ  დიზაინერით. იმედია, სულ მალე ისინი მოიშორებენ დემნას უხილავ კვალს ნამუშევრებში -  მისი მიღწევები ბევრს არ აძლევს მოსვენებას. ისინი ცდილობენ დემნას ესტეტიკის გამეორებს. ეს კი არასწორია, რადგან ვთვლი, რომ საქართველო უნდა წავიდეს თავისი გზით და ისწავლოს საკუთარი კულრტურული მემკვიდრეობის ინტეგრირება თანამედროვე კონტექსტში. უკვე არის ერთი  ასეთი ბრენდი  - Samoseli Pirveli.

ეს არის ტრადიცუილი ქართული ტანსაცმლის ატელიე, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა Pitti Uomo-ს შესარჩევ კონკურსში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ ბრენდზე ალაპარაკდება მთელი მსოფლიო. სააგენტო WJSM პროგნოზირებს, რომ  2020 წლისთვის ტრადიციული ხელობების ბუმს და  ამ მიმართულებით  ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საჩვენებელი,“  - ამბობს ჟურნალისტი ნინო ფიცხვერია.

 

 




ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up