ქართველი DevOps ინჟინრის კარიერა თბილისიდან Sillicon Valley-მდე

ქართველი DevOps ინჟინრის კარიერა თბილისიდან Sillicon Valley-მდე

access_time2022-11-22 15:25:17

ქართველი პროგრამისტი ნანა ჯანაშია საქართველოდან ავსტრიაში 2013 წელს წავიდა და დღეს უკვე წარმატებული DevOps-ის ინჟინერია, რომელსაც მილიონ ევროიანი Youtube არხი აქვს. ნანა ამჟამად ვენაში ცხოვრობს და ახლო მომავალში რამდენიმე თვით კალიფორნიაში Sillicon Valley-სთან ახლოს გეგმავს გადასვლას. სურს იქიდან იმუშაოს და პირისპირ შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისაც აქამდე მხოლოდ ონლაინ შეხვედრებით იცნობდა.

 

 

შავი ზღვის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნანა ამერიკაში გაემგზავრა გაცვლითი (IREX-ის) პროგრამით, 2013 წლიდან ვენის ბიზნეს-სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გერმანული ენა შეისწავლა და ბიზნეს-ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განაგრძო სწავლა.

 

 

„მეორე სემესტრში უკვე ავსტრიულმა კომპანიამ ამიყვანა სტაჟიორად. შემდეგ უმცროსი პროგრამისტი გავხდი, 1.5 წლის შემდეგ - უფროსი პროგრამისტი. ასე შევიძინე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება პროგრამირებაში. ჩემი მთავარი მიზანი იყო, უფრო მეტი მესწავლა, რომ მთავარი ინჟინრის დონემდე ავსულიყავი,“ უყვება „კომერსანტს“ ნანა ჯანაშია.

 

 

„4-წლიანი გამოცდილების შემდეგ, ავსტრიის ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროგრამისტი გავხდი და, ჩემივე ინიციატივით, Kubernetes-ის ტექნოლოგიით ახალი პროექტის ტექნიკური არქიტექტურის შექმნა დავიწყე, რაც მთელი კომპანიისთვის სიახლე იყო. საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომელიც პროგრამისტებისა და სისტემების ადმინისტრატორების ჯგუფს ეხებოდა. სტრესული და რთული პროცესი იყო, მაგრამ ეს ტექნოლოგია და ამ პროცესში მიღებული ცოდნა გახდა YouTube არხის საფუძველი,“ იხსენებს ნანა ჯანაშია. 

 

 


მუშაობის და ფრილანსერობის პარალელურად, ნანა მეგობარ ნიკოლ ჰილერთან ერთად 2 წელი სტარტაპზე მუშაობდა. ამის საფუძველზე 2019 წელს ვიდეოარხი TechWorld with Nana შეიქმნა, რომლის „ფლეილისტიც“ Kubernetes-ის ტექნოლოგიის სასწავლო ვიდეოებით დაიწყო.

 

„ვიფიქრე, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი ნახავს, გამოადგებათ, გაუხარდებათ, რომ ეს რესურსი იპოვეს და ეგ იქნებოდა თქო, მაგრამ გამოხმაურებებით მალევე მივხვდი, რომ I hit the spot (იმას მივაგენი, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო). აღმოჩნდა, რომ ამ ტექნოლოგიის გაგება, სირთულის გამო, ძალიან ბევრ ინჟინერს უჭირდა. მთელი მსოფლიოს კომპანიებიდან მწერდნენ, რომ ზუსტად ამ ტექნოლოგიას იყენებენ, რთულია ინჟინრების პოვნა, ვინც ამ მასში ერკვევა და უნდოდათ, რომ მათი ინჟინრებისთვის კონსულტაცია გამეწია ან ტრენინგი ჩამეტარებინა. ასეთ კომპანიებს შორის იყო: NASA, RedHat, Channel Tech და ასევე ძალიან ბევრი ტექ-სტარტაპი.

 

Kubernetes-ის ვიდეოებს მალევე მოყვა ვიდეოები სხვა ტექნოლოგიებზე. და ამის საფუძველზე შევქმენით სრული DevOps Bootcamp, რომელიც არის პროგრამა, სადაც ადამიანს შეუძლია ამ სფეროში მთელი ტექნიკური ცოდნა შეიძინოს და DevOps ინჟინერი გახდეს“, ამბობს ნანა ჯანაშია

 

 

ნანას აზრით, IT სფეროთი დაინტერესებულებისთვის ყველაზე დიდი რესურსი ინტერნეტშია და საქართველოში ადამიანს იგივე ინფორმაციის მიღება შეუძლია, რაც ევროპასა და ამერიკაში.

 

 

„IT სფეროში ონლაინ შეგიძლია მეტი ისწავლო, ვიდრე უნივერსიტეტში. ჩემი აზრით, განათლების რესურსებზე უფრო მნიშვნელოვანი, პროფესიული რესურსებია ანუ ის, თუ რა პროექტებზე გაქვს ხელმისაწვდომობა და სად შეგიძლია მუშაობა.

 

 

ჩემი რჩევა იქნება, რომ ონლაინ რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოთ, რომ ბაზისური ცოდნა მიიღოთ საიმისოდ, რომ ამ ცოდნით პირველი სამსახური იპოვოთ ან სტაჟირება გაიაროთ. როცა პირველ გამოცდილებას და ცოდნას დააგროვებთ, მერე გზა გახსნილი გაქვს და უფრო ფართო არჩევანი გაქვთ იმიტომ, რომ შენი ცოდნა ბევრი კომპანიისა და სტარტაპისთვის იქნება ღირებული“, აცხადებს ნანა ჯანაშია.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up