ქართველი დეველოპერები "ჰუალინგის" მენეჯერის განცხადებას არ ეთანხმებიან

ქართველი დეველოპერები "ჰუალინგის" მენეჯერის განცხადებას არ ეთანხმებიან

person access_time2016-09-01 18:30:02

დეველოპერული კომპანიები ქართულ ცემენტს ენდობიან და მისი ხარისხის მიმართ ეჭვები არ აქვთ. ქართული წარმოების სამშენებლო მასალების ხარისხზე „კომერსანტი" მუდმივად წერდა.  „ჰუალინგ ჯგუფის" ერთ-ერთმა ტოპმენეჯერმა მი წაიციმ   ეს თემა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში.  ჩინელმა ტოპმენეჯერმა ქართულენოვან „ფორბსთან" სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებით იწარმოება. ტოპმენეჯერი მისი კომპანიის პროექტის, „შავი ზღვის ცემენტის" შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ახალი ქარხნის პროდუქცია საქართველოს ცემენტის ბაზრის დაახლოებით 50%-ს დაიკავებს.


კომერსანტი" შეეცადა გაერკვია,  რამდენად ენდობიან  დეველოპერული კომპანიები ქართული წარმოების ცემენტს და მშენებლობის პროცესში უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებენ თუ იმპორტირებულს?


 სამშენებლო კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშენებლები საქართველოში წარმოებულ ცემენტს ცალსახა ნდობას უცხადებენ. დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ბაზარი,  როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო ცემენტითაა გაჯერებული. მისივე თქმით,  ყველა კომპანია სანდო არ არის. თუმცა  იმის თქმა, რომ ქართული ცემენტი უხარისხოა, არასწორი იქნება.


„დღეს ბაზარზე,  რამდენიმე ლიდერი კომპანიაა, რომლის ცემენტი ნამდვილად შეესაბამება სტანდარტებს. ესენია, „ჰაიდელბერგცემენტი" და „თბილცემენტი". მათი ცემენტი ძვირია, თუმცა ხარისხიანი"-აცხადებს წაქაძე.


მისი თქმით, კომპანია „ჯი დი ჯი" ბეტონის ჩასხმის წინ აკონტროლებს ხარისხს და არასოდეს შეხვედრიათ უხარისხო მასალა. „სერიოზული მშენებელი ბეტონის ხარისხს აკონტროლებს. მგონია, რომ ეს მონიტორინგი ყველა სერიოზულ დეველოპერულ კომპანიაში ხდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ქართული ცემენტის ხარისხს ყველა ენდობა"-აცხადებს წაქაძე.


სამშენებლო კომპანია „ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ უპირატესობას ქართულ ცემენტს ანიჭებს. მისი თქმით, მისი კომპანია ძირითადად ბეტონს მოიხმარს, და  ყველა ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მისი ხარისხი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.



მისივე ინფორმაციით, ახალ სამშენებლო კოდექსში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სერიოზული კონტროლი მშენებლობის ხარისხზე. მათ შორის, სამშენებლო მასალებზე. ჯაყელი ამბობს, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა მშენებლობა შედარებით გააძვიროს, თუმცა, ეს გახდება იმის გარანტი, რომ ახალი მშენებლობები სანდო და ხარისხიანი იყოს.


კომპანია „სანრემას" ხელმძღვანელი ზაზა სანიკიძეც აცხადებს, რომ ქართულ წარმოების ცემენტი აკმაყოფილებს სტანდარტს  და ხარისხიანია.


ამ ეტაპზე ბაზრის ლიდერი „ჰაიდელბერგცემენტია,". კერძოდ, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და მისი წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა.


"ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი" ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ქართული შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია," - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა უშუალოდ ჩინელი ტოპმენეჯერის განცხადებაზე და კომენტარს არ აკეთებენ.


„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით.ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 63,000 ადამიანი 3000ლოკაციაზე," - ამბობენ კომპანიაში.


რაც შეეხება ტექნოლოგიებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გააჩნია ტექნიკური საშუალება ევროპული ნორმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ცემენტის საწარმოებლად. შედეგად,კომპანია ცემენტითა და ბეტონით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ამარაგებს საქართველოში.


რამდენიმე კვირის წინ ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველპარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებასთანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.






20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up