ქართველი ბიზნესმენის ნამიბიური ისტორია

ქართველი ბიზნესმენის ნამიბიური ისტორია

access_time2020-10-17 15:00:00

საინფორმაციო სააგენტო „Business Time” აგრძელებს იმ ადამიანების შესახებ მოყოლას, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებულ ბინზესსაქმიანობით არიან დაკავებულნი. ამჯერად, ჩვენ აფრიკის კონტინენტზე, ნამიბიის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის სოლომონ ადამაშვილის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც 2014 წელს გერმანელი მეგობრის რჩევით ნამიბიაში გაემგზავრა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული სასტუმროს თანამფლობელია.


„ჩემი ნამიბიური ისტორია, გერმანელი მეგორბის რჩევით დაიწყო. ჩემს ახლანდელ მეგობართან და პარტნიორთან 2014 წელს საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებდა, იგი საქართველოში იმყოფებოდა. ერთ-ერთ საღამოს, როდესაც სხვადასხვა პროექტებზე ვსაუბრობდით, ნამიბიაში წასვლა და იქ ბიზნესის დაწყება შემომთავაზა. ჩემთვის აღნიშნული იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა, რომ სერიოზულად არც კი აღმიქვია. შემდეგ შეხვედრაზე, ისევ გაგრძელდა ნამიბიაზე საუბარი, ამჯერად უფრო დეტალურად და კონკრეტულად. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავთანხმდი მეგობარს და ნამიბიაში ერთად გავემგზავრეთ“, - ასე დაიწყო ნამიბიურ ისტორიაზე საუბარი სოლომონ ადამაშვილმა.


უცნობი ნამიბია


ქართველი ბიზნესმენი ნამიბიის შესახებ მისი წარმოდგენებისა და არსებული რეალობის განსხვავებულობაზე მოგვიყვა.


„წასვლამდე ჩემი წარმოდგნებები მქონდა. ვფიქრობდი: აფრიკა, ხომ მაინც აფრიკაა, დიდ აღფრთოვანებასა და ინტერესს არ ვგრძნობდი. თუმცა, ჩასვლის შემდეგ ნანახმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ნამიბია დაახლოებით 12 საქართველოს ხელა ფართობი უკავია. აღნიშნულ ფართობზე სულ 2,3 მლნ მოსახლეობა ცხოვრობს. ბუნება ნამიბიაში არის ძალიან ეგზოტიკური. წარმოუდგენელია გადმოგცეთ იქაური სილამაზე. ასევე, სულ ვამბობ, რომ ნამიბიაში ჩვენ - ადამიანები უბრალოდ ცხოველებთან ვართ სტუმრად, რადგან გზად შეგიძლიათ სპილოები, მაიმუნები, ჟირაფები ნახოთ. ადგილობრივებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. პირველივე დღიდან, ჩემს მიერ წარმოდგენილი ნამიბია დაიმსხვრა და ვნახე ულამაზესი, საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურის ქვეყანა“, - ამბობს სოლომონ ადამაშილი.


ადამაშვილის თქმით, როგორც საქართველოში ბევრი რამ არ იციან ნამიბიის შესახებ, ასევე ნამიბიაშიც არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოს შესახებ.


„საქართველოში ფიქრობენ, რომ თუ სამხრეთ აფრიკაზეა საუბარი, ეს ნიშნავს რომ ეს ქვეყანა არ არის განვითარებული, არ არსებობს ინფრასტრუქტურა და მხოლოდ ველური ტყეა. ეს ასე არ არის. სამხრეთ აფრიკის რეგიონის რესპუბლიკები, მათ შორის ნამიბიის რესპუბლიკაც, როგორც ტურისტულად, ასევე ბიზნესის კეთების მხრივაც ძალიან მიმზიდველია. სამხრეთ აფრიკაში, ევროპული და ამერიკული კომპანიები ფართოდ არიან წარმოდგენილები, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ მიმზიდველია ეს მხარე საქმიანი ადამიანებისთვის“, - აღნიშნავს ადამაშვილი.


ბიზნესი ნამიბიურად


როგორც სოლომონ ადამაშვილი გვიყვება, 2014 წელს ნამიბიაში ჩასვლის შემდეგ, გერმანელ მეგობართან ერთად ბაზრის შესწავლა დაიწყეს, თუ რა მიმართულებით დაეწყოთ ბიზნესი, რისთვისაც მათ წელიწად ნახევარი დასჭირდათ.


„შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ნამიბიაში, ისევე როგორც საქართველოში, ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ტურიზმის სექტორია. შესაბამისად, 2016 წელს სასტუმროს ყიდვა გადავწყვიტეთ“, - იხსენებს ადამაშვილი ნამიბიაში ბიზნესის კეთების პირველ ნაბიჯებს.


მისივე თქმით, გერმანელ მეგობართან ერთად სასტუმრო ბრიტანელი ბიზნესმენისგან იყიდეს, რომელიც უკვე ხანში იყო შესული და ნამიბიის ბაზრიდან გასვლას აპირებდა.


„ჩვენ მიერ დაქირავებულმა აგენტმა მოიძია უძრავი ქონება, რომლის საკუთრებაში გადაფორმების შესაძლებლობა არსებობდა. ნამიბიაში, რამდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომლის თანახმად უცხოელს არ შეუძლია მიწის საკუთრების უფლებით შესყიდვა. არსებობს მხოლოდ 25 წლიანი იჯარა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს მიერ შეძენილ სასტუმროს გამართული მენეჯმენტი და ნამიბიაში ცნობადობა გააჩნდა. მეორე მხრივ, კი სასტუმროს ძალიან დიდი მიწის ფართობი ჰქოდნა, რაც სამომავლოდ სასტუმროს გაფართოვების შესაძლებლობას გვაძლევდა. ამასთან, ჩვენ 5000 კვ.მ. მიწის ფართობის საკუთრებაში გაფორმებაც მოვახერხეთ. სასტუმროს ძველ მფლობელს მაშინ შეუძენია მიწა, როდესაც მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვები არ მოქმედებდა და მას, ამ მიწის გასხვისების უფლება ჰქონდა. ჩვენი სასტუმრო დედაქალაქიდან 1340 კმ-ში კაპრივში რაიონში მდებაორეობს და კაზას რეგიონს ეკუთვნის, რომელიც ნამიბიას, ზამბიას, ზიმბაბვესა და ბოცვანას მოიცავს. აქ არის ყველაზე დიდი დელტა, რომელსაც რეგიონის მდინარეები ქმნიან და ცხოველთა სამყარო ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი. აქვეა ჩანჩქერი ვიქტორია, რომელიც ტურისტულად ძალიან მიმზიდველი ადგილია“, - ყვება ადამაშვილი და აქვე დასძენს, რომ მას ძალიან უჭირდა იმ მხრივ, რომ ქართველებს ყველაფრის სწრაფად კეთება უყვართ, ნამიბიაში კი ყველაფერი სწორად, თუმცა ნელა კეთდება. მათ მენტალიტეტზე მოსარგებად ერთი წელი დასჭირდა.


ბიზნესი რიცხვებში



სასტუმროს ყიდვასა და ბაზარზე რებრენდირებული ფორმით ოპერირებში ადამაშვილმა გერმანელ მეგობართან ერთად 500 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.


„უძრავი ქონებისა და მის ირგვლივ მიწის ყიდვა, ნახევარი მილიონი ევრო დაგვიჯდა. ამის პარალელურად, ჩვენ ტურისტული კომპანიაც დავაფუძნეთ, რომელშიც 30 000 – 40 000 ევროს ინვესტიცია ჩავდეთ. ჩვენი სასტუმროს ნომრების ღირებულება 120 ევროდან იწყება და საუზმის ჩათვლით 250 ევრომდეა“, - ამბობს ადამაშვილი.


ჩვენს კითხვაზე, სასტუმროს წლიური მოგება რამდენს შეადგენს, ადამაშვილი ასე გვპასუხობს: „მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო რებრენდინგის შემდეგ ახალი გახსნილი იყო, 2016 წელი საკმაოდ დინამიური და წარმატებული იყო“.


„რაც შეეხება ციფრებს, 2016 წელს სასტუმროს სუფთა მოგება თვეში 15 000 – 16 000 ევროს შეადგენდა. მოთხოვნა ჩვენს სასტუმროზე მაღალია, უბრალოდ, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ. დღეის მდგომარეობით, სასტუმრში სულ 9 ნომერია. ნომრების სიმცირის გამო ბევრ სტუმარს ვკარგავთ. ჩვენი დათვლებით, თვეში დანაკარგმა 10 000 ევრო შეადგინა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ რამდენიმე ნომერს დავამატებთ. შესაბამისი სტრუქტურიდან სასტუმროს გაფართოვებაზე თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს“, - აღნიშნა მან.


ადამაშვილი ჩვენთან საუბარში 2017 წელსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ წელი საკმაოდ რთული იყო.


„2017 წელი ქვეყნის მასშტაბით კრიზისული მდგომარეობის გამო ბიზნეს საქმიანობისთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ნამიბია სოციალური მიმართულების ქვეყანაა. მოსახლეობის 60%-მდე სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული. სახელწიფო თავის მოქალაქეებს ძალიან ანებივრებს და სამთავრობო სისტემაში მომუშავე მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს კრედიტებსაც კი უხდის. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში კრიზისია ეს ბიზნესზე პირდაპირ აისახება. გეტყვით პირდაპირ, რომ 2017 წელს - 2016 წელთან შედარებით მოგება 60%-ით შემცირდა“, - ამბობს ადამაშილი.


მომსახურების ხარისხი


ადამაშვილის თქმით, ნამიბიაში ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია და ამას დიდი ყურადღება ეთმობა.


„სასტუმრო „Three Palms Casa Eco Tours” მდინარე ზამბეზზეა განთავსებული და მასში ამ დროისთვის 14 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სტუმრებისთვის მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებაზე ზრუნავენ. ზოგადად, მთელ ქვეყანაში მომსახურების ხარისხი მაღალ დონეზე დგას. თქვენ, ჩვეულებრივ ჰოსტელშიც რომ გაჩერდეთ, იქაც კი იგრძნობთ ნამიბიაში არსებულ მომსახურების მაღალ დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს, ასევე გიდების გადამზადება და შესაბამისი ლიცენზიის გაცემა ხდება, რის გარეშე ვერც გიდი და ვერს სასტუმროში დასაქმებული ადამიანი ვერ იმუშავებს. აღნიშნული ლიცენზიის მიღებისთვის, ადამიანებს უწევთ შესაბამისი ტრენინგების გავლა. მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, მე ვისურვებდი საქართველოშიც ასეთი ხარისხი იყოს“, - ამბობს ადამაშილი.


ადამაშვილის თქმით, როდესაც მათ გადაიბარეს სასტუმრო, მხოლოდ მენეჯერი შეცვლა მოუწიათ, დანარჩენი თანამშრომლები იმავე პოზიციებზე დატოვეს.


„ჩვენ სასტუმროში ყოველ შაბათს ჯგუფური შეხვედრები გვაქვს, სადაც თითოეულ დეტალსა თუ მდგომარეობას განვიხილავთ. კარგად გვაქვს გათავისებული, რომ მათი ხარისხიან მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება, ხოლო ჩვენს წარმატებულ საქმიანობაზე დამოკიდებულია მათი კეთილდღეობა. ნამიბიელებს, როგორც ასწავლი ზუსტად ისე აკეთებენ, არ უყვართ თვითშემოქმედება. ისინი ზუსტად ხვდებიან, რომ წესებს უნდა დაემორჩილონ. ნამიბიელები არ არიან ზარმაცები. უყვართ მუშაობა, უბრალოდ საჭიროა მიდგომა. უზომოდ მაღალი საზოგადოებრივი კულტურა გააჩნიათ. იცით, ნამიბიაში ყველა მომუაშავე ადამიანს სპეციალური სამუშაო ფორმა აცვია და, ქუჩაში შესამჩნევია, ვინ არის დასაქმებული და ვინ არა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა კარგად ცხოვრობს, რადგან ნამიბია დიდი რაოდენობით დევნილებს იფარებს და სოცილური მდგომარეობაც ამ მხრივ მძიმეა, თუმცა სამსახურის და უმუშევრობის პრობლემა დღის წესრიგში არ დგას“, - დასძინა მან.


ღმოაჩინე საქართველო ნამიბიაში


სოლომონ ადამაშვილი იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ აწვდის მის სასტუმროში მისულ სტუმრებს საქართველოს შესახებ ინფორმაციას.


„სასტუმროში ცალკე კუთხე გვაქვს გამოყოფილი, სადაც საქართველს შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი, საქართველოს დროშა, სხვადასხვა ბუკლეტები და ქართული სუვენირები. ჩვენი სტუმრები ძირითადად სამხრეთ აფრიკელები არიან და მათ სიახლეები ძალიან მოსწონთ, ოღონდ ყველაფრის განმარტებას ითხოვენ. ჩვენ ვფიქრობთ, განსაკუთრებით თქვენს საიტზე სტატიის „ხინკალი ინდონეზიურად“ წაკითხვის შემდეგ, მათ ქართული სამზარეულო ეტაპობრივად შევთავაზოთ, მაგალითად, თავდაპირველად საუზმის მენიუს ხაჭაპური დავუმატოთ. დავაკვირდებით, როგორ მიიღებენ ხაჭაპურს ჩვენი სტუმრები. ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა სასტუმროს რესტორნის მენიუს ქართული კერძების ჩამონათვალი დაემატება. ამას დროს სჭირდება. ვფირობთ, ჩვენი კერძები ნამიბიაში მოთხოვნადი გახდება“, - ამბობს ადამაშვილი.


ჩვენთან საუბარში, ადამაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიას „ხინკალი ინდონეზიურად“ და ამბობს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული პარტნიორთან ნამიბიაში ქართულ-ევროპული რესტორანის გახსნაზე აქტიური საუბარი დაიწყოს.


„ვიცი, რესტორნის გახსნის პროცესი მარტივი არ იქნება და ამ ბიზნესში არც ისე მცირე ინვესტიციის განხორციელება მოგვიწევს, მაგრამ მომავალში ამის გაკეთება შესაძლებელია. ასევე ვიცი, რომ ამ ბიზნესიდან ამონაგების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება“ , - განმარტავს ადამაშვილი.


ბიზნესმენმა ჩვენთან საუბრისას სამხრეთ აფრიკის რეგიონში საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიმართულებით საქართველოს საელჩოს ძალისხმევას გაუსვა ხაზი.


„სამხრეთ აფრიკის რეგიონის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი აქტივობის ინიციატორია. ხშირია მისი ვიზიტები რეგიონის რესპუბლიკების წამომადგენლებთან, რაც ჩვენი ქვეყნისა და სამხრეთ აფრიკის რეგიონის რესპუბლიკებს შორის სამომავლო ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობებს უწყობს ხელს და ამავე დროს, რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს საქმიანობის წარმართვაში ეხმარება. ჩვენთვის, ბიზნესმენებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ როდესაც მოღვაწეობა სხვა ქვეყანაში გვიწევს“, - გვიყვება ადამაშვილი.


თუ ვინმე გადაწყვეტს...


„თუ ვინმე გადაწყვეტს ნამიბიაში ბიზნესის კეთებას, პირველ რიგში უნდა მოიპოვოს ბიზნეს ვიზა, რომელიც რთული მისაღები არ არის. მსურველი ამ შემთხვევაში უკავშირდება კომპანიას, რომლის ყიდვაც სურს. ეს კომპანია ინვესტორს პირველ ეტაპზე სამთვიანი ვიზით უზრუნველყოფს. დაქირავებული აგენტის საშუალებით შესყიდვაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ხელშეკრულებაზე ხელმოეწერის შემდეგ ინვესტორი და ადგილობრივი ბიზნესმენი სარეგისტრაციო სერვისში შედიან, როგორიც ჩვენს მაგალითზე იუსტიციის სახლია. ორი თვის შემდეგ კი კომპანია რეგისტრირებულია, რის შემდეგაც ინვესტორი 2 წლიანი ბიზნეს ვიზის აპლიკაციას ავსებს. მხოლოდ ამის შემდეგ იხსენაბა საბანკო ანგარიში, ვინაიდან თუ ინვესტორს მინიმუმ 6 თვიანი ვიზა არ აქვს, მას საბანკო ანგარიშების გახსნის უფლებას არ აძლევენ. ნამიბიაში ძალიან მკაცრად კონტროლდება მსგავსი რეგულაციები და ამ მხრივ, ის ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა“, - აღნიშნა მან.


კითხვაზე, რამდენად სანდო პარტნიორები არიან ნამიბიელები, ადამაშილი ასე პასუხობს: „რამდენადაც ეგზოტიკური და განსხვავებულია ქვეყანა, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩასვლისას სწორად გაერკვიო ბიზნესის კეთების სწორ მიმართულებაში, ბიზნესში ხშირია იმედგაცრუებებიც“.


„ყოველთვის ჯობია აკონტროლო ის რასაც აკეთებ. ნამიბიელებს უყვართ დეტალებზე აქცენტის გაკეთება და თუ შენ ამ დეტალებს დაანახებ ისინი ყველაფერს აუცილებლად სწორად გააკეთებენ. რაც შეეხება სანდოობას, იმედგაცრუებები ბიზნესში ყოველთვის არის, როგორც ნამიბიაში, ისე საქართველოში. ყველას ვურჩევ, რომ ნამიბიაში თავისი საქმიანობა საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ დაიწყონ. საჭიროა კარგი აგენტის პოვნა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს კარგად იცნობს. მე არ მაქვს საუბარი იმაზე რომ ნამიბიაში ვინმე მოგატყუებს ან გადაგაგდებს, უბრალოდ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ფუჭად მოგიწიოს ფულის დახარჯვა და ეს იმედგაცრუების მიზეზი გახდეს. ყველას ვურჩევ, ბიზნესის დაწყებისას ადგილობრივ ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართონ და მოპოვებული ინფორმაციები აუცილებლად გადაამოწმონ“.


businesstimes.ge



თეგები:
ნამიბია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up