ქართველი ბიზნესმენები მზად არიან, პენსიონერები დაასაქმონ

ქართველი ბიზნესმენები მზად არიან, პენსიონერები დაასაქმონ

person access_time2016-08-08 14:00:17

 

ქართველი ბიზნესმენები მზად არიან, პენსიონერები დაასაქმონ. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასაკოვან ადამიანებში სერიოზული პროფესიონალების მოძებნა შეიძლება. ასე ეხმაურებიან „კომერსანტთან“  ბიზნესის წარმომადგენლები „ქართული ოცნების" ახალ პროგრამა, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი. ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ.


კომერსანტი" შეეცადა გარკვია, როგორ უყურებს პრემიერ-მინისტრის ინიციტივას ქართული ბიზნესი, რამდენად მზად არიან ქართველი მწარმოებლე სამსახურში პენსიონერები აიყვანონ და ზოგადად, დააკმაყოფილბენ თუ არა ასაკოვანი ადამიანები იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც დღეს კომპანიებში დანერგილი, მათ შორის ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით?


დეველოპერული კომპანიაარქი ჯგუფის" დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, პროგრამა გარკვეულ სფეროებში იმუშავებს და გარკვეულ სფეროებში არა. შედეგად, ბიზნესმენებს საგადასახადო შეღავათების არსებობის შემთხვევაში ასაკოვანი ადამიანების დასაქმების ინტერესი კიდევ უფრო ექნებათ.


მისი თქმით, „არქი ჯგუფს" ასაკობრივი შეზღუდვა ახლაც არ აქვს, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი მზად არის კიდევ უფრო მეტი პენსიონერი დაასაქმოს. წულაია აქვე განმარტავს, რომ არის სფეროები, სადაც რთული იქნება ასაკოვანი ადამიანების სამსახურში აყვანა, ერთ-ერთი ასეთი, დეველოპერული ბიზნესია.


პენსიონერებს გაუჭირდებათ იგივე საბანკო სფეროში, მარკეტინგში და მენეჯმენტში მუშაობა. რაც შეეხება დეველოპერულ ბიზენსს, მცირე ვაკანსიები იქნება. ფინანსებში და ბუღალტერიაში ალბათ შესაძლებელი იქნება მათი რესურსების გამოყენება"-აცხადებს წულაია.


ღვინის მწარმოებელი კომპანიათელავის ღვინის მარანის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი განმარტავს, რომ მის კომპანიაში ასაკობრივი ბარიერები არც ახლა არსებობს და არც შემდეგ იარსებებს. რამაზაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია პროეფსიონალიზმი და არა ასაკი. რაც შეეხება თავად პროგრამას და პრემიერის ინიციატივას, რამაზაშვილი ამბობს, რომ კომპანიითვის ეს როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება.


ადამიანი,რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უსარგებლო ხდება. ეს კი საკმაოდ რთულია. ეს პროგრამა კარგია, ამით ჩვენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაფასებას შევეცდებით"-აცხადებს რამაზაშვილი.



საკონსერვო საწარმო "ჯიამ გრუპის" ხელმძღვანელი რევაზ გოგიტიძე ამბობს, რომ პენსიონერები კომპანიას ახლაც დასაქმებულები ჰყავს და ისინი წარმოებაში პროდუქციის დახარისხების მიმართულებით მუშაობენ .


მიუხედავად ამისა, გოგიტიძე განმარტავს, რომ არიან გამოცდილი ადამიანები, ვინც ასაკის გამო სახლში ზის, ასეთი ადამიანების ოძებნა და გამოყენება კი შესაძლებელია. მითუმეტეს, თუ ამით კომპანიაც შეღავათებს მიიღებს.

პროფესორების ხარისხი აქვთ და სახლში სხედან. ასეთი ხალხი უამრავია"-აცხადებს გოგიტიძე.

ყავის მწარმოებელი კომპანიაჩერისგენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძეაცხადებს, რომ თუ საგადასახადო შეღავათები ამოქმედება, შესაძლოა, ამ პროგრამამ გაამართლოს და ის ბევრი კომპანიისთვის საინტერესოც გახდეს.

 მისი თქმით, კომპანია რაც უნდა ტექნოლოგიურად დახვეწილი იყოს, ყოველთვის იარსებებს ისეთი ვაკანსიები, რომლებზე მუშაობასაც პენსიონერი ადამიანი აუცილებლად შეძლებს.


მაგალითად, შეფუთვა, პროდუციის ყუთებში ჩალაგება და ასე შემდეგ“-აცხადებს ლომთათიძე.


პენსიონერების დასაქმების შესახებ პროგრამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ რაჭაში განუცხადა.

"ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.

 






ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up