ქართველი ბიზნესმენები ირჩევენ iPhone-ს

ქართველი ბიზნესმენები ირჩევენ iPhone-ს

access_time2016-12-29 14:00:22

 

ფავორიტი ავტომობილებისა და პარფიუმერული ბრენდების შემდეგ, ქართველმა ბიზნესმენებმა „კომერსანტთან" ტექნიკის საყვარელი ბრენდიც დაასახელეს, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მიერ გამოკითხულმა ყველა ბიზნესმენმა iPhone-ზე შეაჩერა არჩევანი. მათი აზრით, Apple-ს პროგრამული სისტემა აბსოლუტურად მისაღები და კომფორტულია.

 

ლუკოილის გენ.დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ტექნიკის შერჩევის დროს ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

"მობილური ტელეფონი iPhone მაქვს, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ყოველდღიურად გამოყენების საგანი პრაქტიკული და საიმედო იყოს. პროგრამულად უზრუნველყოფილია. რაც შეეხება ტელევიზორს, SONY-ს ბრენდის მაქვს. ხარისხი ყველაფერში მთავარია." - განაცხადა მიშველაძემ.

 


ბიზნესმენი, საინვესტიციო ფონდ ''მწვანე კაპიტალის'' აღმასრულებელი დირექტორი გივი კორინთელი აცხადებს, რომ ტექნიკის ბრენდებიდან iPhone-ს და Samsungs-ს ანიჭებს უპირატესობას.


 

„iPhone მაქვს მობილური და შესაბამისად მას ვანიჭებ უპირატესობას. რაც შეეხება სხვა ტექნიკის ბრენდებს ტელევიზორის შემთხვევაში Samsungs ვირჩევ, რადგან ის ფორმებსა და გამოსახულებაში ინოვატორია." - განუცხადა „კომერსანტს" კორინთელმა.

 


Apple-ს ირჩევენ Technoboom-ის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი მაია სიდამონიძე. მათი თქმით, პროგრამული თვალსაზრისით ეს ბრენდი ძალიან კომფორტულია.

 


იმავე აზრზე არიან კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი და კომპანია „გალფ ჯორჯიას" ვიცე პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე. 'Apple-ის ბრენდის ტელეფონიც და ლეპტოპიც არის მოხერხებული და კომფორტული, ამიტომაც არჩევანს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ პროდიქციაზე ვაკეთებ", - განაცხადეს "კომერსანტთან" საუბრისას.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up