ქართველი არქიტექტორების მიმართვა კახა კალაძეს - ახალგაზრდებს საქართველოში დარჩენის, მის სამსახურში ყოფნის მოტივაციას ვუსპობთ

ქართველი არქიტექტორების მიმართვა კახა კალაძეს - ახალგაზრდებს საქართველოში დარჩენის, მის სამსახურში ყოფნის მოტივაციას ვუსპობთ

access_time2020-10-12 12:00:32

ქართველი არქიტექტორები დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ძველი ოპოდრომის განახლების პროექტთნ დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ, საქმე ეხება ცენტრალური პარკის პროექტის უცხოური კომპანიის მიერ განხორციელებას, რაც ქართველი არქიტექტორების თქმით, ადგილობრივ ქალაქმგეგმარებლებსა და დიზაინერებს საქართველოში დარჩენისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნის მოტივაციას უკარგავს.


„კომერსანტი“ ქართველი არქიტექტორების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


. თბილისის მერს. ძველ იპიდრომთან დაკავშირებით. ქართველ არქიტექტორთა მეგობრული რჩევა


ბატონო კახა,

კონკურსი, როგორც იდეა, საუკუნეების მანძილზე საუკეთესო არქიტექტურული თუ ქალაქგეგმარებითი ნაწარმოებების, ნიჭიერი ავტორების (მეტწილად ახალბედების) წარმოჩენის საუკეთესო, ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ამ აღიარებული ჭეშმარიტების სრულ იგნორირებას ვახდენთ, უკვე დიდი ხანია. ხოლო განცხადება, რომელიც .. 4 ოქტომბერს თქვენგან მოვისმინეთ, ყოველივეს ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ირკვევა, რომ თბილისისთვის საოცნებო, (იპოდრომის) უნიკალური პარკის პროექტი ერთმა ნიდერლანდურმა კომპანიამ უნდა შეასრულოს, ჩვენი პროფესიული საზოგადოება კი, როგორც ეს ხშირად ხდება, სტატისტის როლს უნდა დასჯერდეს. თუ ასე გავაგრძელებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოს უმაღლესი სკოლების მიერ ყოველწლიურად გამოშვებული 500 არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი, დიზაინერი დიდ გაუგებრობაში არიან მოხვედრილნი და ამ უკუღმართობას ქალაქის მმართველობაც უწყობს ხელს. სხვა სიტყვებით, ახალგაზრდებს საქართველოში დარჩენის, მის სამსახურში ყოფნის მოტივაციას ვუსპობთ, ეს კი, გვერწმუნეთ, ნამდვილად არ შედის ქვეყნის ინტერესებში. მაღალი კლასის სპეციალისტებად მათი ჩამოყალიბება სხვა ფაქტორებთან ერთად არქიტექტურულ-გეგმარებითი კონკურსების სიმრავლემაც უნდა განაპირობოს. საქმე გამონაკლისს რომ ეხებოდეს, ამგვარ პესიმისტურ პროგნოზს არ გავაკეთებდით. მაგრამ სამწუხაროდ, პროექტირებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დარგის მართვის სისტემის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ. უკვე დიდი ხანია, მინიმუმ 15 წელიწადი. ჯერ არ არის დაგვიანებული გამოსწორდეს ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა. მიიღეთ ჩვენი რჩევა, გნებავთ საქმიანი წინადადება, შეაჩერეთ ხსენებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გამოაცხადეთ ღია კონკურსი პარკის ესკიზურ პროექტზე. მითუმეტეს, რომ ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის საპროექტო გადაწყვეტები ერთი ობიექტის პრობლემატიკით ვერ შემოიფარგლება. იგი კომპლექსურ, მრავალმხრივ გააზრებულ გეგმარებითი კონტექსტის დამუშავებას მოითხოვს. დაგვიჯერეთ, უპირობოდ მოითხოვს. გამარჯვებული ესკიზის საფუძველზე, ავტორთა მონაწილეობით შესაძლებელი იქნება სრული პროექტი ისევ თქვენს მიერ შერჩეულმა ორგანიზაციამ დაამუშაოს. ამ კომპრომისული ვარიანტის განხორციელება თქვენთვის დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. პროცესი არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) მიერ აღიარებული, შესაბამისი წესების დაცვით წარიმართება, შედეგი კი დედაქალაქს, საზოგადოებას შეუდარებლად მეტ სიკეთეს მოუტანს, დარწმუნებულნი ვართ.


პატივისცემით, არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე, არქიტექტორი ფარნაოზ ზაქარაია, არქიტექტორი თენგიზ გოგოლაშვილი, არქიტექტორი ნუგზარ სვანიძე, ...

 

თანამოქალაქენო, თუ იზიარებთ წერილის შინაარსს და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროცესის სწორი გზით წარმართვაში, გამოხატეთ თანადგომა თქვენი პროფესიის, სახელის და გვარის გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ecdof@hotmail.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up