„ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა“ – „ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ“

„ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა“ – „ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ“

access_time2021-06-15 20:00:00

„ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა“ – ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს რეგიონების დატვირთვის 90% სწორედ ადგილობრივ ვიზიტორებზე მოდის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც უცხოელი ტურისტები ჯერ კიდევ არ არიან, „ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ“.


„ტურისტული ბიზნესი ნელ-ნელა ძალას იკრებს. თბილისში დატვირთულობის კოეფიციენტმა თითქმის, 35%-ს მიაღწია, რასაც რა თქმა უნდა, 2019 წელს ვერ შევადარებთ, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ობიექტები თავის თავს ინახავენ. ეს არის ის რიცხვია, როდესაც სასტუმროს შეუძლია მუშაობა განაგრძოს, რაც უკვე კარგია. იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორი თანდათან ბოლომდე აღდგება, თუმცა ეს საკმაოდ რთული და განგრძობითი პროცესი იქნება“,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრები გახსნილია, უცხოელი ვიზიტორების შემოსვლას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს.



„ბევრი ქვეყანა დღესაც მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. გარდა ამისა, ვაქცინაცია ქვეყანაში ძალიან მცირე მასშტაბით არის განხორციელებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტისთვის. როდესაც სტატისტიკა ასეთ დაბალია, ეს ქვეყანაში ვიზიტორების შემოდინებაზე ნეგატიურად აისახება.


რეალურად, შიდა ტურიზმზე დადგა რეგიონების დიდი ნაწილი. ახლაც დატვირთვის თითქმის, 90% შიდა ტურისტებზე მოდის, რაც რა თქმა უნდა, კარგია იმ გაგებით, რომ ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა. თუმცა, ეს ქვეყნისთვის დიდად მომგებიანი არ არის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ. ეს კარგია იქნება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება და რეგიონებიც უცხოელი ტურისტებით დაიტვირთება“- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up